ცსკა-მ "ბასკონიას" სერია მოუგო - თორნიკე შენგელიამ 11 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
26 აპრილს, ევროლიგის პლეი-ოფის მეოთხედფინალური სერიის მეოთხე მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საკუთარ მოედანზე დამარცხდა ცსკა-სთან - 83:92.

არადა, ბასკური გუნდი 13 ქულით იგებდა და თამაშიც მიჰყავდა.

ცსკ-მ სერიაში 3:1 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

შენგელია ტრავმის შემდეგ თანდათან შედის ფორმაში და ეს მატჩი წინასთან შედარებით უკეთ ჩაატარა - 23:43 წუთში 11 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 5-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 4 პერსონალური მიიღო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა ფეხის თითის ტრავმის
გამო ვერ ითამაშა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე არმიელი ნანდო დე კოლო იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, ხოლო მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 21 ქულით ვინსენ პორიე გახლდათ.

"ბასკონია" ლიგა ენდესაზე გააგრძელებს ბრძოლას, სადაც მე-3 ადგილზეა და 28 აპრილს "ფუენლაბრადას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გააჩერეს, გააჩერეს ბიჯოო, ამ ჩემა....ებმა :))) გააჩერეს. ბასკონიას ქართველი ლიდერი გააჩერეს :))) ჰა თქვენ მაინც დაწერეთ სტატია ამ სათაურით, თუ მსოფლიო არ წერს. პაწა გევიბღინძოთ პატრიოტულიად ;)
odala
02:27 27-04-2019
10
როგორც კი მოუმატა ცსკამ,ეგრევე ჩახადა. ვამბობდი ბასკონია არ არის ცსკას დონის გუნდი. ვგულშემატკივრობდი ბასკონიას შენგელიას გამო,მაგრამ ....
კახა
14:04 27-04-2019
0

სიახლეები პოპულარული