შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 17:21 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 6 ოქრქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 16 შეადგინა, რითაც მალაგურ გუნდში მხოლოდ დანიელ და ალბერტო დიასებს (18-18) ჩამორჩა.
17 მოგებითა და 12 მარცხით “უნიკახა” მე-5 ადგილზე იმყოფება,
მომდევნო ტურის მატჩს კი 1-ელ მაისს, სტუმრად “ესტუდიანტესთან” გამართავს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით