“უნიკახას” წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი შერმადინს, რომელმაც 22 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა: 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი. გიორგიმ 4 საჯარიმო და 8 ორქულიანი სტყორცნა, საიდანაც 4-4 ჩააგდო.
სტუმართა ბომბარდირი 17 ქულით ვილტიერი გახდა, ხოლო მატჩისა – "ესტუდიანტესის" ამერიკელი ვიტინგტონი.
“უნიკახას” 18 მოგება, 12 წაგება აქვს და ცხრილში მეხუთე
ამავე ტურში ტენერიფეზე დამარცხდა ტედ მაკფადენის “ხუვენტუდი” – 72:79.
საქართველოს ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა 16 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თადმა 6-დან 4 სამიანი ჩააგდო.
მის “ხუვენტუდს” 16 მოგება, 14 წაგება აქვს და მე-7 ადგილზეა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით