3 მაისს, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ლიგა ენდესას 29-ე ტურში "პალაუ ბლაუგრანაში" "ბარსელონა" 84:72 დაამარცხა.
პირველი და მეორე მეოთხედი ქულა-ქულაში მიდიოდა, მესამე მეოთხედში სტუმრები 6 ქულით წინ გაიჭრნენ და საბოლოოდ 12 ქულით იმარჯვეს.
შენგელია როგორც ადრე აღვნიშნეთ, ფორმაში ჩადგა, გასულ ტურში "ფუენლაბრადას" 22 ქულა ჩაუგდო, ამ მატჩში კი 23:55 წუთში 18 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელს მეტ ჯენინგს ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია.
"ბასკონია" 22 მოგებით მესამე ადგილზეა, "ბარსელონასა" და "რეალს" 1 ქულით ჩამორჩება და 5 მაისს, მომავალ ტურში "მანრესას" უმასპინძლებს.