შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:57 წუთში 10 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც უნიკახელთაგან მეორე შედეგი გახლდათ მატიას ლესოს შემდეგ, რომელმაც 18 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
19 მოგებითა და 12 წაგებით "უნიკახა" მე-5 ადგილზეა. 11 მაისს მალაგელები "მურსიას"ესტუმრებიან.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით