გიორგი შერმადინის 10 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინმა სტაბილური თამაშით საკუთარი წვლილი შეიტანა "უნიკახას" მორიგ გამარჯვებაში. მალაგელებმა "ესტუდიანტესს "უმასპინძლეს და 89:84 დაამარცხეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:57 წუთში 10 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც უნიკახელთაგან მეორე შედეგი გახლდათ მატიას ლესოს შემდეგ, რომელმაც 18 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

19 მოგებითა და 12 წაგებით "უნიკახა"  მე-5 ადგილზეა. 11 მაისს მალაგელები "მურსიას"ესტუმრებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული