სახედასისხლიანებულ თორნიკე შენგელიას ოპერაცია დასჭირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც უკვე გაუწყეთ, ესპანეთის ჩემპიონატში "ბურგოსთან" მოგებულ საშინაო მატჩში (87:79) "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და სახედასისხლიანებულმა დატოვა პარკეტი. კლუბის საიტის და წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, თორნიკეს ოპერაცია გაუკეთეს.

შენგელიას ცხვირზე ოპერაცია ექიმმა რაფაელ გარსია სარდონმა გაუკეთა. ის ღამით ვიტორიის საავადმყოფოში დატოვეს, დილით სახლში გაწერეს და 72 საათის შემდეგ შეუძლია გუნდს შეუერთდეს.

თორნიკეს სახის დამცავი ნიღბით მოუწევს თამაში. შეგახსენებთ, მან ცხვირის ტრავმის გამო ამ სეზონში არაერთი მატჩი ჩაატარა ნიღბით.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა მალე გამოგაჯანმრთელოს თოკო. ესეთები გადაგიტანია... მაგრად იყავი და კიდევ მეტი შემართებით დაბრუნდები დარწმუნებულები ვართ გულშემატკივრები...
soso
01:27 14-05-2019
0

სიახლეები პოპულარული