როგორც უკვე გაუწყეთ, ესპანეთის ჩემპიონატში "ბურგოსთან" მოგებულ საშინაო მატჩში (87:79) "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და სახედასისხლიანებულმა დატოვა პარკეტი. კლუბის საიტის და წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, თორნიკეს ოპერაცია გაუკეთეს.
შენგელიას ცხვირზე ოპერაცია ექიმმა რაფაელ გარსია სარდონმა გაუკეთა. ის ღამით ვიტორიის საავადმყოფოში დატოვეს, დილით სახლში გაწერეს და 72 საათის შემდეგ შეუძლია გუნდს შეუერთდეს.
თორნიკეს სახის დამცავი ნიღბით მოუწევს თამაში. შეგახსენებთ, მან ცხვირის ტრავმის გამო ამ სეზონში არაერთი მატჩი ჩაატარა ნიღბით.