ჯილდო NBA-ს ვარსკვლავისგან - გოგა ბითაძე სერბეთის ჩემპიონატის MVP გახდა

AutoSharing Option
4 ივნისს, სერბეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე ნახევარფინალურ მატჩში გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსი" "ცრვენა ზვეზდასთან" 91:96 დამარცხდა, სერია 0:2 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
ბითაძე კვლავ დაიტვირთა პერსონალურებით, საბოლოოდ 5 ფოლის გამო პარკეტის ისევ ნაადრევად დატოვება მოუწია და 24:42 წუთში თავის გუნდს 5 ქულით (5-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით შეეწია.

მატჩის წინ გოგა სერბეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელის პრიზით NBA-ს ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა დააჯილდოვა - 1 შეხვედრაში მისი საშუალო მაჩვენებელი 19.7 ქულა, 7.8 მოხსნა,
2.2 დაფარება და მარგი ქმედების კოეფიციენტი 25.7 იყო.

ასე და ამგვარად, ბითაძემ ევროსეზონი დაასრულა და NBA-ს დრაფტისთვის მოსამზადებლად გადაერთვება.


altგოგა ბითაძის პერსონალურებით "ცრვენა ზვეზდამ" ისარგებლა და "მეგა ბემაქსს" მოუგო
მკითხველის კომენტარები / 6 /
სიმბოლურია იოკიჩისგან პრიზის გადაცემა, სწორედ ახალი იოკიჩია გოგა, ნახავთ ყველა, თუ რას მიაღწევს ეს ბიჭი ნბა- ში.
05 ივნისი 2019 16:18
0
20 ივნისს გოგას მხარდასაჭერად NBს დრაფტს ვესწრები ნიუიორკში, ბრუკლინში....
Joni
05 ივნისი 2019 04:46
3
გავიგეთ რომ დაესწრები! აგერ გვერდზე გაზეთმაც გაიგო უკვე :)
Fani
05 ივნისი 2019 13:17
3
20 ივნისს გოგას მხარდასაჭერად NBს დრაფტს ვესწრები ნიუიორკში, ბრუკლინში....
Joni
05 ივნისი 2019 04:45
3
საქართველოს იმედი
Joni
05 ივნისი 2019 04:40
0
იმედი კი რათქმაუნდა თანაც დიდი, მაგრამ სამწუხაროდ შესარჩევებში ვერ დაგვეხმარება და მანდ გვიჭირს ყველაზე მეტად
kakha
05 ივნისი 2019 09:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული