დებიუტის მოლოდინში! - "ინდიანამ" გოგა ბითაძე საზაფულო ლიგის განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე "ინდიანას" შემადგენლობაში 2019 წლის საზაფხულო ლიგაზე იასპარეზებს.

"პეისერსმა" საზაფხულო ლიგის განაცხადი გამოაქვყენდა, სადაც ქართველი ცენტრიც არის.

ლას ვეგასში გამგზავრებამდე "პეისერსის" გუნდი "სენტ ვინსენტის" ცენტრში 1-დან 4 ივლისამდე მოემზადება. გუნდს კი სტივ გენსი გაწვრთნის.

პირველ მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 7 ივლისს "მემფის" წინააღმდეგ ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს. მომდევნო შეხვედრა "დეტროიტთან" 9 ივლისს ჩვენი დროით 01:00 საათზე ჩატარდება. 10 ივლისს "ინდიანა" 01:30 საათზე "ატლანტას" დაუპირისპირდება. 12 ივლისს "პეისერსი" "ტორონტოს" 02:00 საათზე დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
არ უნდა ჩამოსულიყო. იქ უნდა ევარჯიშა
ლაშა
00:49 02-07-2019
0
გოგა! გოგა!!!
0

სიახლეები პოპულარული