თორნიკე შენგელია: NBA-ს კლუბებიდან შემოთავაზებები მქონდა, თუმცა...

AutoSharing Option
"ბასკონიასა" და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ NBA-ს კლუბებიდან შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა გარანტიების ვერმიღების გამო ბასკურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.

"მქონდა რამდენიმე შემოთავაზება NBA-ს "ფრენჩაიზებიდან", თუმცა ისინი სათამაშო წუთების გარანტიას არ მაძლევდნენ, მე კი თამაში მსურს და ამიტომაც დავრჩი "ბასკონიაში".

ასევე, მინდა ვისარგებლო საშუალებით და გავამხნევო "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი. ის შესანიშნავი ადამიანია. "ბასკონიას" სახელით მსურს გამოჯანმრთლება ვუსურვო. ჩვენ გვჯერა, ის დაავადებას დაამარცხებს და უფრო ძლიერი დადგება ფეხზე", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

"კლივლენდ კავალიერსის" ყოფილ
დამრიგებელ დევიდ ბლატს გაფანტული სკლეროზი დაუდგინდა და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. თოკო შენგელია კი ესპანეთის ჩემპიონატს სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს, იქამდე "ბასკონიას" მოსამზადებელი მატჩები ელოდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
როდემდე უნდა ეძახოთ ამ ორმეტრანახევარიან კაცს თოკო, ამოვიდა ყელში ეს თქვენი თოკოები, იკაკოები, გურამიკოები... ვაჟკაცია, სახელიც კაცური აქვს და წესიერად მოიხსენიეთ თუ შეიძლება რა
ემიგრანტი
17:27 21-08-2019
3
თორმიკეზე ბევრად სუსტები არიან ევროპიდან ოკეანისგაღმა და შენგელია კიდე სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე უმტკიცებს ყველას რო თავისუფლად შეუძლია იქ თამაში გინდ ლიტვასთან და გინდ იტალია საბერძნეთან კარგად გამოჩნდა ეგ.
zaza
12:52 21-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული