გოგა ბითაძე: საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველას ძალიან უხარია ჩემი წარმატება

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ში სადებიუტო სეზონის წინ საქართველოსა და ზაზა ფაჩულიაზე ისაუბრა.

"საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველას ძალიან უხარია ჩემი წარმატება, ეს დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ გამოვიდე და გავაკეთო მაქსიმუმი, რაც შემიძლია.

ზაზამ კარიერა დაასრულა და მე ვიქნები ერთადერთი, ვინც NBA-ში საქართველოს წარადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ჩემთვის.

ზაზა კერპი იყო ყველასთვის და მათ შორის ჩემთვის. მის კარიერას ვადევნებდი თვალს და ასე გავიზარდე. ახლა ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ცოდნას მიზიარებს და ბევრს მეხმარება", - წერს ბითაძე "ფეისბუქზე".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გოგა! პორზინგისის ვარსკვლავობა უნდა დავრჩდილოთ პირველ ეტაპზე,მერეზე მერე ვილაპარაკოთ...
Jordan Beli
22:52 28-09-2019
0

სიახლეები პოპულარული