ბექა ბურჯანაძის ისევ 3 ქულა და ისევ წაგება ესპანეთის ჩემპიონატში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ" ესპანეთის უმაღლესი დივიზიონი მარცხით დაიწყო და გამარჯვება ვერც მეორე ტურში მოიპოვა. კანარელები სტუმრად "ესტუდიანტესს" შეხვდნენ და 4 ქულით – 78:82 წააგეს.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 15:42 წუთი გაატარა და 3 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა. აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძემ პირველი ტურის მატჩშიც 3 ქულა მიითვალა.

"გრან კანარია" მესამე ტურის მატჩში, 6 ოქტომბერს "მანრესას" ესტუმრება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
თითქოს არასწორად ისვრის ბურთს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული