11 ოქტომბერს, ევროლიგის მეორე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მოსკოვის ოლქში "ხიმკისთან" 76:79 დამარცხდა.
"ბასკონიამ" პირველი მეოთხედი 10 ქულით წააგო, შემდეგ მატჩის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულით დამარცხდა.
შენგელიამ 30:54 წუთში 18 ქულა (11-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18 იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 28:31 წუთში 6 ქულით შეეწია (3-დან 0 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი), ხუთჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მატჩის
საუკეთესო მოთამაშე მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტით თორნიკეს თანაგუნდელი ჰენრი პერეირა გახდა, ხოლო ყველაზე შედეგიანი 21 ქულით "ხიმკის" ლიდერი ალეკსეი შვედი იყო.
17 ოქტომბერს "ბასკონია" სტამბულში "ფენერბახჩეს" შეხვდება.
თორნიკე შენგელიას კლუბი მოულოდნელად დამარცხდა, ბურჯანაძის გუნდმა პირველად მოიგო [VIDEO]
თორნიკე შენგელიამ ევროლიგა 13 ქულით და "ჟალგირისთან" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
თორნიკე შენგელიას 16 ქულა, ოვერტაიმი და მარცხი "ბარსელონასთან" [VIDEO]
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში 19 ქულა ჩააგდო და მატჩის MVP გახდა