13 ოქტომბერს ლიგა ენდესას მე-4 ტურში ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ" სახლში 80:67 მოუგო "ანდორას".
ბურჯანაძემ 21:56 წუთში თავის ყოფილ გუნდთან 20 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი, 8-დან 4 საჯარიმო) და 6 მოხსნა მიითვალა.
ბექა მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო, ხოლო მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით მხოლოდ თანაგუნდელ მეტ კოსტელოს (22) ჩამორჩა.
"გრან კანარიას" 2 მოგება აქვს და 20 ოქტომბერს სტუმრად "ბარსელონას" შეხვდება.