"იბეროსტარ ტენერიფეს" ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, eurohoops-ის ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ 5-ეულში მოხვდა.
გიორგიმ "ნიჟნი ნოვგოროდთან" შესანიშნავად ითამაშა და თავის კლუბს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა ფიბას მიერ შექმნილი ტურნირია, რომელიც 2016-17 წლების სეზონიდან იმართება. არაოფიციალურად, ჩემპიონთა ლიგა ევროპის მე-3 ტურნირად ითვლება ევროლიგისა და ევროქაფის შემდეგ, თუმცა, დონით ევროქაფს ნაკლებად თუ ჩამოუვარდება.
აი, რას წერს საიტი გიორგი შერმადინის შესახებ:
"მე-4 მეოთხედის შუაში, როცა გიორგი შერმადინმა "ნიჟნი ნოვგოროდის" კალათაში ბურთი "ალე-აფის" შემდეგ ჯარიმით ჩატენა, "სანტიაგო მარტინ არენამ" დაიწყო
სიმღერა - "ემ-ვი-პი", "ემ-ვი-პი!"
ეჭვგარეშეა, საქართველოს ნაკრების ცენტრი ესპანური კუნძულების გუნდის გულშემატკივართა ახალი ფავორიტია და ისე თამაშს განაგრძობს, როგორც ეს სამშაბათს გააკეთა. ის "ტენერიფეს" ჩემპიონთა ლიგაზე ტრადიციულად ძალიან კარგი სეზონის ჩატარებაში დაეხმარება.
შერმადინს სამშაბათს 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. 24 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ბლოკი და 1 ჩაჭრა - ასეთი იყო ქართველის სტატისტიკა "ნიჟნი ნოვგოროდთან" შეხვედრაში და მისი სარგებლიანობის კოეფიციანტი 29 გახლდათ."
გიორგი შერმადინი ბრწყინავს - 24 ქულა და ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხებული რუსული კლუბი [VIDEO]
შერმადინის 19 ქულა, 8 მოხსნა და MVP-ის ტიტული "მონბუსთან" მოგებულ შეხვედრაში
"რეალმა" გიორგი შერმადინი ვერ შეაჩერა, მაგრამ... [VIDEO]
შერმადინის 23-მა ქულამ და 100%-იანმა სიზუსტემ "ტენერიფე" მარცხისაგან ვერ იხსნა [VIDEO]