თორნიკე შენგელიას 18 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება "რეალ ბეტისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას ლიდერობით, "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში იმარჯვა. ბასკონიელებმა ვიტორიაში "რეალ ბეტისს" უმასპინძლეს და 84:73 დაამარცხეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი და შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშეც ქართველი გახდა. შენგელიამ ყველაზე მაღალი სარგებლიანობის ინდექსი დააფიქსირა.

ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 35:43 წუთი ითამაშა. შენგელიამ 8-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 18 ქულას შენგელიამ 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 28-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ბასკონიელთაგან 21
ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა პიეირა ანრი, რომელიც საერთო შედეგიანობით შენგელიას ოდნავ ჩამორჩა.

ამ მოგებით ბასკონიელებმა ცხრილში საქმე ოდნავ გამოისწორეს. 2 მოგებითა და 3 მარცხით შენგელიას გუნდი მე-11 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 27 ოქტომბერს ბასკონიელები ტენერიფეში, გიორგი შერმადინის "იბეროსტარს" შეხვდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული