საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ პორტუგალიაში კარგი სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
სანაძემ პორტუგალიის უმაღლესი ლიგის "ოლივეირენშესთან" კონტრაქტი ახლახან გააფორმა და პირველივე შეხვედრაში თავის გუნდს "ლუზიტანიის" ძლევაში დაეხმარა - 92:70.
მან 29 წუთში 15 ქულა ( 8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
4 ტურის შემდეგ "ოლივეირენშე" 3 მოგებით სატურნირო ცხრილში III-V ადგილებს იყოფს და 1-ელ ნოემბერს გასვლაზე "ავეიროს" შეხვდება.