თორნიკე შენგელია ევროპაში ყველაზე მეტ წუთს თამაშობს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპულ კალათბურთში პარკეტზე ყველაზე მეტს ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია ატარებს.

თოკომ წლევანდელ სეზონში 325 წუთი ითამაშა და მეორე ადგილზე მყოფ "ბარსელონას" ფორვარდ მიროტიჩს 7 წუთით ასწრებს. ისე კი, მხოლოდ ორი მოთამაშეა ევროპულ კალათბურთში, რომელმაც 300 წუთზე მეტი ითამაშა.

თოკო ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 30 წუთს თამაშობს. ამ დროის განმავლობაში საშუალოდ 16.3 ქულას, 4.3 მოხსნასა და 2.7 გადაცემას აგროვებს. ევროლიგაზე კი შენგელია პარკეტზე საშუალოდ 29.21 წუთს ატარებს და ამ დროში 18.2 ქულას აგდებს,
6.4 მოხსნას აგროვებს და 2.6 გადაცემას ასრულებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული