გიორგი შერმადინმა 15 ქულა ჩააგდო - "იბეროსტარმა" ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩიც მოიგო

AutoSharing Option
5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" ჩეხეთში 78:68 დაამარცხა "ნიმბურკი".

შერმადინმა 21:59 წუთში 15 ქულა (12-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

17 ქულით მატჩის ბომბარდირი ტენერიფელთა ფრანგი ლეგიონერი ლაჰაუ კონატე გახდა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 შეადგინა და საუკეთესო მოთამაშეც ის გახლდათ.

"იბეროსტარი" 4 მოგებით ლიდერია და 13 ნოემბერს "გაზიანთეპს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული