როგორც მოსალოდნელი იყო, "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მან "მონბუსთან" მოგებულ მატჩში (92:79) 33:46 წუთში 29 ქულა (14-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.
ამას გარდა, თორნიკემ საკუთარი საჯარიმოდან ჩააგდო ბურთი.
თორნიკე ლიგა ენდესას MVP მიმდინარე სეზონში პირველად გახდა, კარიერაში - მეხუთედ, ხოლო ევროლიგაზე ამ სეზონში საუკეთესოდ ორჯერ აღიარეს.
"მარკამ" წერილი მიუძღვნა ჩვენებურს და აღნიშნა, რომ სპექტაკლი დადგა.
ტურის გამორჩეულ კალათბურთელთა შორის "იბეროსტარის" ცენტრი გიორგი შერმადინი დაასახელეს, რომელმაც "ბურგოსთან" შეხვედრაში (85:82) 27:57 წუთში 22 ქულა (14-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 29 იყო. გიორგის მოხსნებში ტურში ბადალი არ ჰყავდა.