
9 ნოემბერს, ლიგა ენდესას მე-8 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" ტენერიფეში 85:82 მოუგო "ბურგოსს".
შერმადინი მატჩის ბომბარდირი და MVP გახდა: 27:57 წუთში 22 ქულა (14-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 29 იყო.
"იბეროსტარი" 5 მოგებით მე-4 ადგილზეა და 16 ნოემბერს სტუმრად "ჟუვენტუდს" შეხვდება.