გიორგი შერმადინის 19 ქულა და "იბეროსტარის" 7-დან 7 მოგება ჩემპიონთა ლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" საკუთარ მოედანზე "ბროსე ბამბერგი" 82:64 დაამარცხა.

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა შერმადინმა 23:59 წუთში 19 ქულა (12-დან 8 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 იყო.

ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო მექულე გახლდათ, მასზე მეტი მხოლოდ გერმანული გუნდის კალათბურთელმა კრისტიან შენგფელდერმა ჩააგდო (20), ხოლო მატჩის MVP ტენერიფელი მარსელინიო უერტასი გახდა (18).

"იბეროსტარმა" C ჯგუფში შვიდივე მატჩი მოიგო და 10 დეკემბერს სტუმრად "ნიჟნი ნოვგოროდს" შეხვდება.

alt

გიორგი შერმადინის 19 ქულა და "იბეროსტარის" 7-დან 7 მოგება ჩემპიონთა ლიგაზე" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი შერმადინს "ბარსელონასთან" მატჩში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

altგიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის MVP გახდა! [VIDEO]

altგიორგი შერმადინს ვერ აჩერებენ - 24 ქულა, 11 მოხსნა და 35-იანი კოეფიციენტით MVP გახდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული