გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის MVP გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა.

"ტენერიფე იბეროსტარის" ქართველმა ცენტრმა "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ ზეშედეგიანად ითამაშა, მისი მონაგარი კი მე-10 ტურის მატჩებში ვერავინ გადაფარა და შერმადინიც დამსახურებულად გახდა MVP.

შეგახსენებთ შერმადინის მონაგარს: ტენერიფეს ცენტრმა "რეალ ბეტისთან" 94:89 მოგებულ მატჩში 31:57 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 11-ჯერ დაირღვა.

შედეგად, ქართველი
ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა. ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და მოგვიანებით, ტურის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულსაც დაეუფლა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული