ბექა ბურჯანაძის 14 ქულა და "გრან კანარიას" გამარჯვება მეორე ოვერტაიმში

AutoSharing Option
15 დეკემბერს, ლიგა ენდესის მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ" სახლში 102:100 დაამარცხა "მონბუს ობრადარიო".

გამარჯვებულის გამოვლენას ორი ოვერტაიმი დასჭირდა, ბურჯანაძე კი კარგად გაისარჯა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ბურჯანაძემ 27:24 წუთში 14 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

"გრან კანარია" 7 მოგებით მერვე ადგილზეა და 21 დეკემბერს სტუმრად გიორგი შერმადინის "იბეროსტარს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგად გაისარჯა კიარა თითონვე მოიგო ეს თამაში
giooo1985
10:26 16-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული