"ინდიანამ" "ლეიკერსი" დაამარცხა, გოგა ბითაძე არც კი ათამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "ლეიკერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 105:102 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს სათამაშო წუთები არ მისცემია.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა დომანტას საბონისმა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა და 4 პასი მიამატა. მაილს ტერნერმა კი 31:30 წუთში 16 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

"ლეიკერსიდან" ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა 20 ქულით, 9 მოხსნით და 9 პასით. დუაიტ ჰოვარდმა ასევე 20 ქულა მიითვალა. ენტონი დევისი კი ტრავმირებულია და გუნდს აღნიშნულ შეხვედრაში ვერ დაეხმარა.

"ინდიანას"
28 შეხვედრაში 19 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 21 დეკემბერს შინ "საკრამენტოსთან", ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-საკრამენტო 110:102
ნიუ იორკი-ატლანტა 143:120
ნიუ ორლეანი-ბრუკლინი 101:108 (93:93)
იუტა-ორლანდო 109:102
კლიპერსი-ფინიქსი 120:99


მკითხველის კომენტარები / 4 /
ფული, ბაბა, ფული...
ozeki.
18:26 19-12-2019
0
გოგა თითქოს საკმაოდ კარგად იყო მომზადებული,მაგრამ დომანტას საბონისის თამაშს რომ ვუყურებ,ცხადად ჩანს,კიდევ რამდენი აქვს მოსამატებელი.
სოსო
21:28 18-12-2019
0

სიახლეები პოპულარული