18 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.
გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "ლეიკერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 105:102 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს სათამაშო წუთები არ მისცემია.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა დომანტას საბონისმა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა და 4 პასი მიამატა. მაილს ტერნერმა კი 31:30 წუთში 16 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
"ლეიკერსიდან" ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა 20 ქულით, 9 მოხსნით და 9 პასით. დუაიტ ჰოვარდმა ასევე 20 ქულა მიითვალა. ენტონი დევისი კი ტრავმირებულია და გუნდს აღნიშნულ შეხვედრაში ვერ დაეხმარა.
"ინდიანას" 28 შეხვედრაში 19 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.
მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 21 დეკემბერს შინ "საკრამენტოსთან", ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
შარლოტი-საკრამენტო 110:102
ნიუ იორკი-ატლანტა 143:120
ნიუ ორლეანი-ბრუკლინი 101:108 (93:93)
იუტა-ორლანდო 109:102
კლიპერსი-ფინიქსი 120:99