19 დეკემბერს, ევროლიგის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ "რეალთან" 55:77 დამარცხდა.
სტუმრები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
შენგელიამ 30:55 წუთში 10 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 10-დან 6 საჯარიმო), 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა ბასკურ გუნდს 16:29 წუთში 4 ქულა შესძინა.
"ბასკონია" 6 მოგებით მე-13 ადგილზეა და 26 დეკემბერს ბერლინში "ალბას" დაუპირისპირდება.