თორნიკე შენგელიას 1 ქულა და "ბასკონიას" მორიგი მარცხი ევროლიგაზე

AutoSharing Option
ევროლიგაზე მორიგი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" - ამჯერად ბერლინში "ალბასთან" 57:81 წააგო.

სამწუხაროდ, შენგელიამ ტურნირზე თავისი ყველაზე წარუმატებელი მატჩი ჩაატარა: 24:14 წუთში 1 ქულა (6-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 24:19 წუთში 5 ქულა ჩააგდო - 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 1 სამიანი.

ბასკურ გუნდს პირველად უხელმძღვანელა ახალმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა.

16 ტურის შემდეგ "ბასკონია" 6 მოგებით მე-14 ადგილზეა და 2 იანვარს "ბარსელონას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული