გოგა ბითაძეს 15 წუთი დაუთმეს - "ინდიანამ" "ჩიკაგოს" დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 იანვარს გამთენიისას "ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ "ჩიკაგოსთან" მოგებულ მატჩში 116:105 მოგებულ შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა.

ამდენი გოგას 24 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ბითაძეს მეტი გაქანება დომანტას საბონისის არყოფნამ მისცა, რომელიც ამ შეხვედრაში პარკეტზე არ გასულა. ლიტუველ ლეგიონერს მუხლის დაზიანება აქვს.

ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მოგროვებულ 4 ქულას ბითაძემ 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ბითაძე არ დაჯარიმებულა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ინდიანელთაგან საუკეთესო იყო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე
მოთამაშე მაილს ტერნერი, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

24 მოგებითა და 15 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მდევარ "ორლანდოს" მთელი 6 მოგებით უსწრებს. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 14 იანვარს, შინ "ფილადელფიასთან" ელის.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ვაშინგტონი-ატლანტა 111:101
ნიუ იორკი-ნიუ ორლეანი 111:123
ბრუკლინი-მაიამი 117:113
მემფისი-სან ანტონიო 134:121
ფინიქსი-ორლანდო 98:94
იუტა-შარლოტი 109:92
დალასი-ლეიკერსი 114:129
საკრამენტო-მილუოკი 106:127
კლიპერსი-გოლდენ სტეიტი 109:100

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
არ გინდათ რა ეს მწვრთნელს არ ეხატება გულზე და დაძირვა უნდათ და ასეთი მიზეზებით გამართლება, უბრალოდ არ არის მზად ასეთ დონეზე არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად, არც ტექნიკურად და უნდა ვაღიაროთ სამწუხაროდ...
levani
11 იანვარი 2020 21:13
4
absoluturad getanxmebi. aba ak zogs 2k tama shi rogor atamasheben imis mixedvit goniat magari. araa samcuxarod mzad am donisyvis. unda vagiarot da vusurvot rom moemzados , moumatebs da dabrundeba mere nba shi . evropa dahatavda gogas
Kemba
11 იანვარი 2020 22:20
3
ის ხდება , რომ მისმა აგენტმა როგორც ჩანს ან მაგრად ჩაისვრა , ან უბრალოდ ფული იშოვა და დაიკიდა . გოგა წავიდა ზედმეტად ფერად კანიანების გუნდში , თვითონ ქალაქიც და შტატიც მასეთია და ძალიან გაუჭირდება ამ გუნდში . გოგასთვის იდეალური იყო სანანტონიო , ბოსტონი , დალასი თუნდაც ტორონტო ან ისეთი გუნდი რომელსაც საჩემპიონო ამბიცია არ აქვს და მომავლის პროექტი იქნებოდა . თუნაც გოლდენს შეეძლო წაეყვანა და ცოტას ზაზაც რომ დახმარებოდა მიიღებდა სათამაშო დროს . ცოტა უნდა გაბრაზდე და ხასიათის სიმტკიცე აჩვენოს , ეგ დიდი და უშიშარი კაცების ლიგაა .
ATP 16 ?
11 იანვარი 2020 18:12
1
გოგა მაგარი ბიჭია და ამას აუცილებლად დამტკიცებს,ჟილკა არ აკლია და უშიშარიც არის.საქმე აქ ჩემი აზრით იმაშია რო კონკურენტი ყავს აშშ-ს ნაკრების ცენტრი და მაგარი იღბლიანი საბონისი.საბონისი არაფრით გამორჩეული კალათბურთელი არ არი უბრალოდ მაგარი იღბლიანია და ეგოისტი.და კიდევ გოგას საერთოდ არ აძლევენ პასს,დავაკვირდეთ თუნდაც ამ ვიდეოში რამდენჯერ იხსნება სასროლ მდგომარეობაში და არ აძლევენ პასს.ამიტომაა რო თითქოს უჯიგროდ თამაშობს.იგივე სიტუაციაში ტერნერს ტენიან პასს...მოკლედ გოგას არ გაუმართლა გუნდში.არა უშავს,გოგა მიდი გენაცვალე შაუბერე შენებურად,გულში გენაცვალე რემბოევიჩ!!!
Jordan Beli
11 იანვარი 2020 18:08
1
თუ არ მოსცილდება მაგ ნბა-ს რაღაც ფულს, ჩვენი საზომით დიდ ფულს იშოვის, მაგრამ კალათბურთს ვეღარ ითამაშებს! თუ ევროპაში დაბრუნდება სახელოვანი და მაგარი კალათბურთელი იქნება!
aburjga
11 იანვარი 2020 15:19
2
ამ სამიანებში რა დაემართა ამ ბიჭს? არადა რა მშვენივრად დაიწყო 1-2 სამიანს სულ აგდებდა დაჟე განვითარების ლიგაშიც კი ვერ მოათავსა ერთი სამიანიც კი მგონია 4 დან. იმედია ფსიქოლოგიურად არ გატყდება.
Kkk
11 იანვარი 2020 14:54
0
ხოო, დრო რომ მისცეს კარგია, მაგრამ შედეგი დიდი ვერაფერი. რომ შევადაროთ თავისივე თანაგუნდელს, ცენტრის პოზიციაზე ვინც თამაშობს:

მაილს ტერნერი (33 წუთი) - 27 ქულა და 14 მოხსნა
დაახლოებით მაგის ნახევარი დრო ითამაშა ბითაძემ და 4 ქულა, 3 მოხსნა...
გიორგი
11 იანვარი 2020 13:32
4
სანამ რაიმე დასკვნებს გამოიტან მთლიან სტატისტიკას გადახედე, მარტო ფლეშსქორიდან რომ იქმნი სურათს. დააკვირდი ტერნერმა რამდენჯერ ისროლა და გოგამ რამდენჯერ. 4-დან 2 ბურთის ჩაგდება კარგი შედეგია. მეტი ბურთი რომ ასროლინონ და მეტი კომბინაცია დახაზონ გოგაზე უკეთესი შედეგი ექნება, მაგრამ არ აკეთებს მწვრთნელი ამას რატომღაც.
rick
11 იანვარი 2020 15:01
1
ეგ იმიტომ ჰდება ეგრე როდესაც მოთამაშე არაა მზად მაგ დონეზე სათამაშოდ. სხვ ახალბედებს ეგ არ მოსდით დააკვირდით სტატისტიკას ,და დონჩიჩს არ მოსვლია როცა იწყებდა და არც გოგასთან ერთად აყვანილ სხვა დრაფტის მოთამაშეებს. ნაჩქარევი იყო იქ წავლს. შენგელიასაც იგივე მოუვიდა მაგრამ ევროპაში რასაც აკეთებს ახლა და როგორ მოთამაშედ ჩამოყალიბდა ვხედავთ
დინამო 72
11 იანვარი 2020 15:00
4
რაც დრო გადის გოგას თამაში უფრო დაბნეული, შებოჭილი და გაუბედავი ჩანს. დააკვირდით -7:08 წამზე, ევროპაში ასეთ სიტუაციაში გოგა ხტებოდა, უფარებდა და ერთსაც დაუღრიალებდა ხოლმე, ახლა კი თითქოს შეშინებული თამაშობს. არ ვიცი გუნდის ბრალია, მწვრთნელის მითითებების თუ თავისი ფსიქოლოგიის, მაგრამ ერთი რამე ცხადია - პროგრესის ნაცვლად მივიღეთ რეგრესი. ასე გაგრძელებას რა აზრი აქვს არ ვიცი.
SL
11 იანვარი 2020 13:19
2
სამწუხაროდ სრული სიმართლეა, თან ახსნას ვერ ვპოულობ რა ხდება.
Irakli
11 იანვარი 2020 14:35
0
15 წუთში 4 ქულა მეცოტავება
Taisona
11 იანვარი 2020 12:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული