თორნიკე შენგელია იბრძვის - "ბასკონია" ისევ მარცხდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მორიგი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ", რომელმაც ამჯერად პეტერბურგში ევროლიგაზე "ზენიტთან" 66:72 წააგო.

შენგელიამ 36:57 წუთში 13 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 იყო და მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მასპინძელ უილ ტომასს ჰქონდა (27).

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი "ბასკონიას" 25:16 წუთში 9 ქულით, 2 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით შეეწია.

19 ტურის შემდეგ "ბასკონია" 7 მოგებით მე-14 ადგილზეა და 17 იანვარს მოსკოვში ცსკა-ს
შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თორნიკემ ისევ 37 წუთი ითამაშა, მთელ ევროპაში საშუალოდ ყველაზე დიდი დროით იტვირთება, მაგრამ გუნდელებმა მხარი კვლავ ვერ აუბეს. ბასკონიას პრობლემა პიერია ჰენრი და შევონ შილდსია, როცა შეინ ლარკინს და როდრიგ ბობუას ამ კალათბურთელებით ჩაანაცვლებ, შედეგიც შესაბამისი იქნება. ჩვენებური მეტ ჯენინგიც საშინელ ფორმაშია და გუნდი მთლიანად დაშლილია.
კალათბურთის გულშემატკივარი
11:06 16-01-2020
0
მარტო თოკო რას იზავს ?! , პურიე გადავიდა , ვოიტმანიც, კიდევ ბევრი , ახლები ვერ ქაჩავენ , თოკოს ბრწყინვალე თამაში, რომ არა დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა ბასკონია .
დაბრუნდი თოკო ნბა -ში . შენი ადგილი მანდაა...
ბესო
10:57 16-01-2020
0

სიახლეები პოპულარული