22 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტურში, გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" სტუმრად "გაზიანტეპი" 88:65 დაამარცხა.
შერმადინმა 21 წუთში 20 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, ისევე, როგორც მისი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასისა, 27 იყო.
10-10 მოგებით ჯგუფის ლიდერები "იბეროსტარი" და "ნიმბურკი" არიან, რომლებმაც შემდეგი ეტაპის საგზური უკვე ოფიციალურად მოიპოვეს. შერმადინის გუნდი 28 იანვარს რიგის "ვეფს" უმასპინძლებს.
ძალიან ძლიერი ცენტრი დადგა და ალბათ ევროპაში მისი დონის თითზე ჩამოსათვლელია.