შერმადინი სუპერსერიას აგრძელებს - წინ "ბარსელონასთან" ბრძოლაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ლიგა ენდესას მე-19 ტურში გიორგი შერმადინის მეცადინეობით "იბეროსტარმა" გასვლაზე უპრობლემოდ მოუგო "ბურგოსს" - 70:54.

რა თქმა უნდა, მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე ჩვენებური იყო. გიორგიმ 22:58 წუთში 17 ქულა (9-დან 8 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო), 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტედ მაკფადენი მასპინძელთა გუნდს 8 ქულით შეეწია.

"იბეროსტარი" 13 მოგებით კვლავ მეოთხე ადგილზეა და 2 თებერვალს "ბარსელონას" უმასპინძლებს, რომელიც "რეალთან" ერთად ლიდერია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უნიკახა რა გატეხილში იქნება რა კაცი გაუშვეს იმ არიფებმა
0
შერმადინი საქართველოში თამაშისას სამქულიანებსაც წარმატებით ისროდა,რამდენად მოიმატებდა მისი ფასი,იქაც რომ აკეთებდეს ამას.თუ მოინდომებს,არა მგონია ძალიან გაუჭირდეს სამქულიანი ტყორცნების კვლავ დაყენება.ხელს ხომ თავისი მოძრაობითი მეხსიერება აქვს და შეუძლია ძალიან სწრაფად აღიდგინოს ადრე ნასწავლი.
სოსო
12:28 26-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული