თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" მადრიდში "რეალის" მეორედ დასამარცხებლად ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 თებერვალს, ევროლიგის 23-ე ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მადრიდში "რეალთან" 69:70 წააგო.

"ბასკონია" ამ სეზონში კარგად ვერ ასპარეზობს, მაგრამ 19 იანვარს "რეალს" მადრიდში ლიგა ენდესაზე 95:94 სძლია და ამჯერადაც დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა, საბოლოოდ, 1 ქულით დამარცხდა.

შენგელიამ 32:09 წუთში 12 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11 იყო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა "რეალს" 11 ქულა ჩაუგდო.

"ბასკონია" 8 მოგებით მე-16 ადგილზე
დაქვეითდა, სულ უფრო და უფრო სცილდება პლეი-ოფის ზონას და 6 თებერვალს "ვილერბანს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სტაუსკას შე ნუბო შენ
safa
10:16 05-02-2020
0
თორნიკეს რო უნდოდეს აქამდე გადავიდოდა უფრო მაგარ გუნდში,მაგრამ კაი კაცია არ ტოვებს თავის მეგობრებს გასაჭირში.
თოკომოტივი
10:01 05-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული