გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბოლონიის "ვირტუსს" უმასპინძლა და 80:72 დაამარცხა.
შერმადინმა 26:34 წუთში 18 ქულა (12-დან 6 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15 იყო.
გიორგის თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა 23 ქულა ჩააგდო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.