ესპანური გამოცემა: "ბასკონიას" უცნაური მანევრი და შენგელია "რეალს" უფრო მიუახლოვდა

AutoSharing Option
აქამდეც ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია ძალიან ახლოსაა, გახდეს პირველი ქართველი კალათბურთელი (და ზოგადად, სპორტსმენი), რომელიც მადრიდის "რეალში" ითამაშებს.

ესპანური გამოცემა elgoldigital.com-ის ინფორმაციით კი, ეს შანსები სულ უფრო და უფრო იზრდება, რადგან შენგელიას ამჟამინდელმა კლუბმა "ბასკონიამ" ქართველის შემცვლელის ძებნა დაიწყო. წყაროს მიხედვით, ბასკებმა თვალი "მილანის" მძიმე ფორვარდ ჯეფ ბრუკსს დაადგეს.

თოკოს "ბასკონიაში" საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს და კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი "რეალს" ქართველის ხელში ჩაგდებას უადვილებს. სტატიის მიხედვით, მცირე ხელფასი არც ბრუკსს აქვს, თუმცა მისი გასამრჯელო შენგელიაზე ორჯერ ნაკლები
გამოდის.

თორნიკეს "რეალში" გადასვლა ნიშნავს იმას, რომ "სამეფო კლუბი" თრეი ტომპკინსს აღარ გაუხანგრძლივებს კონტრაქტს, რომელიც ამ ზაფხულს სრულდება და გუნდს კალათბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელების არანაირი სურვილი ჯერ არ გამოუხატავს.

შენგელიას მისვლასთან ერთად, სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ "ბლანკოსში" კიდევ ერთი კალათბურთელი გადაბარგდება და ის აუცილებლად ცენტრი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა არის უცნაური?თუ ვიღაცას ვერ ინარჩუნებ,შემცვლელის პოვნაზე უნდა იზრუნო.
სოსო
12:23 08-05-2020
0
წლის ტრანსფერი ახლოსაა! წარმატებები თოკოს!
მევარმე
19:12 13-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული