სხვადასხვა რუსული სპორტული გამოცემა წერს, რომ მოსკოვის ცსკა "ბასკონიას" ქართველი ფორვარდით, თორნიკე შენგელიათი არის დაინტერესებული და არმიელებმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის თაობაზე მოლაპარაკებები ბასკურ კლუბთან დაიწყეს.
ამის პარალელურად, რუსეთში საუბარი შენგელიას შესახებ დაიწყეს და ცხადია, ხაზი მის ეროვნებას გაესვა. ქართველის შესახებ კომენტარი ცნობილმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ გააკეთა.
"თორნიკეს მამა თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. 2011 წლის ევრობასკეტის დროს ლიეტუვაში გამოველაპარაკეთ კიდეც ერთმანეთს. ვერ ვიგრძენი, რომ მათ ოჯახს რუსეთის მიმართ რაიმე სახის ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.
თორნიკე არც ისე ცუდად საუბრობს
რუსულ ენაზე, მოსკოვში ჩამოსვლისას მასთან რამდენჯერმე ვისაუბრე. ჩემი აზრით, ის დადებითი, კეთილგანწყობილი და ხალისიანი ადამიანია. არასდროს მსმენია, რომ შენგელიას რუსეთზე რაიმე ცუდი ეთქვას." - დაწერა გომელსკიმ.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით