მოსკოვის ცსკა-მ შენგელიას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - "მას რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს"

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული სპორტული გამოცემა წერს, რომ მოსკოვის ცსკა "ბასკონიას" ქართველი ფორვარდით, თორნიკე შენგელიათი არის დაინტერესებული და არმიელებმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის თაობაზე მოლაპარაკებები ბასკურ კლუბთან დაიწყეს.

ამის პარალელურად, რუსეთში საუბარი შენგელიას შესახებ დაიწყეს და ცხადია, ხაზი მის ეროვნებას გაესვა. ქართველის შესახებ კომენტარი ცნობილმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ გააკეთა.

"თორნიკეს მამა თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. 2011 წლის ევრობასკეტის დროს ლიეტუვაში გამოველაპარაკეთ კიდეც ერთმანეთს. ვერ ვიგრძენი, რომ მათ ოჯახს რუსეთის მიმართ რაიმე სახის ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

თორნიკე არც ისე ცუდად საუბრობს
რუსულ ენაზე, მოსკოვში ჩამოსვლისას მასთან რამდენჯერმე ვისაუბრე. ჩემი აზრით, ის დადებითი, კეთილგანწყობილი და ხალისიანი ადამიანია. არასდროს მსმენია, რომ შენგელიას რუსეთზე რაიმე ცუდი ეთქვას." - დაწერა გომელსკიმ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
გადავა თუ არ გადავა მისი საქმეა და რაც არ უნდა გადაწყვიტოს,ყველამ პატივი უნდა სცეთ. პროდასავლურობას რო აწვებით,მაშინ ადამიანზე ზეწოლას რატო ახდენთ და მისი არჩევანის შეცვლას რატო ცდილობთ. ჩემი აზრით,თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო და გადავიდა,მაშინ მისი გამოძახება ნაკრებში არ მესიამოვნება და მომხრე ვიქნები თუ არ გამოიძახებენ. არ დაიწყოთ,სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა,რადგან ერთი და იგივე თემაა. სამწუხაროდ,მსოფლიოში პოლიტიკა მოქმედებს ყველაფერზე. ჩემი ქვეყნის ნაკრებში არ მესიამოვნება იმ კალათბურთელის ხილვა,რომელიც რუსეთის სახელის განდიდებას შეეცდება. არ დამიწყოთ ეხლა,რომ კერძო კლუბია ცსკ,რადგან ეგრე არაა და მასე გაზპრომიც კერძოდ ჩანს ფურცელზე,მაგრამ 2006 წელს კი გაყინა თბილისი. ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია იქ წავიდეს სადაც უნდა,მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს უფლება აქვს მისი სახელით გამოსვლა აუკრძალოს რუსეთის არმიის კლუბის წევრს. საქართველოს სახელმწიფოს მტერი არის რუსეთი და არა მარტო მისი მთავრობა(მთავრობას ირჩევს ხალხი). კერძო სუბიექტი რო იყოს ეროვნული ნაკრები და არ ფინანსდებოდეს საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეების გადახდილი გადასახადებიდან,მაშინ ითამაშოს. ეს ჩემი აზრია და რუსეთუმეებმა,ქვეყნის მოღალატა ყორღანაშვილებმა თავისი აზრები შეინახონ გულის ჯიბეში,რადგან არ მაინტერესებს მათი აზრი. კორონასი არ იყოს,სანამ პირადად არ შეგეხებათ ოკუპაცია,მანამ ვერ იგრძნობთ საფრთხეს და პასუხისმგებლობას.
ზედა მეზობელი
11:13 16-06-2020
4
რუსეთიდან გამოგზავნილი დოლარებიც არ გვინდა არც ტურისტები და არც ღვინის გატანა და არც პასპორტი დდ დაიშალა მიტინგი მეორე დღეს ამის მთქმელი მიდის რუსული პასპორტით იღებს ბილეთს და მიფრინავს მოსკოვში.რუსეთში თამაშობენ რაგბისტები ფეხბურთელები თამაშობდენ კალათბურთელები სანიკიძე და მარკოიშვილი წყალბურთელი ჩომახიძე იქ შრომობს ნახევარ მილიონამდე ქართველი .ვინც ამ ხალხს აკრიტიკებთ თვითონ რას წარმოადგენთ ან რითი ჯობიხართ ვინმეს.არც არაფლით
zaza
15:16 15-06-2020
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული