კორონავირუსის გამო მარტში შეჩერებული ესპანეთის ჩემპიონატი ახალი ფორმატით განახლდა - ორ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავა.
ლიგა ენდესა შემჭიდროვებულ ვადებში ვალენსიაში ჩატარდება და ორ კვირაში დასრულდება.
დღეს, 17 ივნისს, A ჯგუფში გიორგი შერმადინის ტენერიფეს "იბეროსტარი" მის ყოფილ გუნდ "უნიკახასთან" დამარცხდა - 70:83.
შერმადინმა 18:46 წუთში 10 ქულა (9-დან 2 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 9 გახლდათ.
19 ივნისს, "იბეროსტარი" თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" დაუპირისპირდება.