ქართველების დიდებული მატჩი - შენგელიას 21 ქულა, შერმადინის ორმაგი დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა ენდესას ფინალური ეტაპის A ჯგუფის მეორე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" 79:72 დაამარცხა.

ქართველები პარკეტზე საუკეთესოები იყვნენ:

შენგელიამ 31 წუთში 21 ქულა (10-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 გახლდათ და მატჩის MVP გახდა.

შერმადინმა 26:38 წუთში 18 ქულა (13-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 11 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23 იყო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანამემამულეს
ჩამორჩა. შეხვედრაში ორმაგი დუბლი მხოლოდ მან შეასრულა.

2 ტურის შემდეგ "ბასკონია" 2 მოგებით ჯგუფს "ბარსელონასთან" ერთად ლიდერობს, ხოლო "იბეროსტარი" უქულოდაა.

21 ივნისს ლიდერების მატჩია - "ბასკონია" - "ბარსელონა". იმავე დღეს "იბეროსტარი" ასევე უქულოდ მყოფ "ბილბაოს" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 8 /
მეამაყებით! 2 ქართველი ესპანურ კლუბებში და ორივე საუკეთესო. ხუმრობა თემა ნამდვილად არაა. ბრავო!!!
შოთა
09:26 20-06-2020
5
საუკეთესოები ნამდვილად იყვნენ და ქართველობისა კი რა მოგახსენოთ,- პირადად მე ახლა მაიკლ დიქსონს უფრო ქართველად მივიჩნევ, ვინემ თორნიკე შენგელიას... თან ეს ჩვენი ჩანჩურა კომენტატორებიც რო გაორმაგებულად გულშემატკივრობდნენ და სამმაგი დუბლიც კი უწინასწარმეტყველებს... თავმოყვარეობა თუ აღარ შეგვრჩა ერსა და ბერს, რა თავში ვიხდით კალათბურთს და ჩინ-მენდლებს...
მ.ტ.
10:19 20-06-2020
37
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული