ლიგა ენდესას ფინალური ეტაპის A ჯგუფის მეორე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" 79:72 დაამარცხა.
ქართველები პარკეტზე საუკეთესოები იყვნენ:
შენგელიამ 31 წუთში 21 ქულა (10-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 გახლდათ და მატჩის MVP გახდა.
შერმადინმა 26:38 წუთში 18 ქულა (13-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 11 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23 იყო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანამემამულეს ჩამორჩა. შეხვედრაში ორმაგი დუბლი მხოლოდ მან შეასრულა.
2 ტურის შემდეგ "ბასკონია" 2 მოგებით ჯგუფს "ბარსელონასთან" ერთად ლიდერობს, ხოლო "იბეროსტარი" უქულოდაა.
21 ივნისს ლიდერების მატჩია - "ბასკონია" - "ბარსელონა". იმავე დღეს "იბეროსტარი" ასევე უქულოდ მყოფ "ბილბაოს" დაუპირისპირდება.