შენგელია? შენგელია? შენგელია? - გომელსკის კონფერენციაზე კითხვები დააყარეს

AutoSharing Option
ცნობილი საკალათბურთო კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ცსკა-ში შესაძლო გადასვლის შესახებ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა, როგორც ჩანს, საქმე მთლად ასე არ არის. გომელსკის კონფერენციაზე გულშემატკივრებმა შენგელიას თაობაზე კითხვები ავტომატის ჯერივით დააყარეს.

- პროცენტებში შეაფასეთ შენგელიას ცსკა-ში გადმოსვლა...
- 15 პროცენტი.

- რატომ ასე ცოტა? გულშემატკივრებზე მეტი იცით?
- 15 პროცენტს წარმატებაზე ვაძლევ, დანარჩენ 85-ს - დიდ ფულსა და თავად შენგელიას სურვილზე.

- უკანასკნელი ათწლეულის ევროპის საუკეთესო მძიმე ფორვარდი ვინ არის? შესაძლოა, გეორგის პრინტეზისი?
- თუ 10+ წლის პერიოდს
ავიღებთ, პრინტეზისია. უკანასკნელ 3 სეზონში - შენგელია.
- ფრედეტი ცსკა-ს ინტერესთა სფეროში მოხვდა. შენგელიაზე მორიგი "უტკაა"?
- "უტკა" - ეს მოტყუებაა, როდესაც არ იყო წინადადება ან მოლაპარაკება, ხოლო როდესაც მოლაპარაკება წარმატებით არ დაგვირგვინდა, ეს წარუმატებლობაა და არა მოტყუება. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ფრედეტი ცსკა-ს სჭირდება.

- მორიგი ტყუილი შენგელიაზე, რაში სჭირდება ცსკა, როდესაც ისედაც შოკოლადშია კარგი კონტრაქტით? კარგი სპონსორები გვყავს?
- თქვენი კრიტიკა არაკონსტრუქციულია.

- ჩვენ სასურველის სინამდვილედ აღქმა გვიყვარს. შენგელიამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ "ბასკონიას" მოთამაშეა და ყველა მისი ფიქრი მხოლოდ ამ გუნდთანაა დაკავშირებული. ჩვენ კი მისი ცსკა-ში გადმოსვლა მომხდარ ფაქტად გამოვაცხადეთ...
- რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს ასეთი რამ ხშირად ახასიათებთ.

- შენგელიას შეძენა ძალიან ძლიერი სვლაა. მოუთმენლად ველი, როდის გამოაცხადებენ ამ ამბავს ოფიციალურად. როგორ ფიქრობთ, ჩვენი საყვარელი კლუბის ხელმძღვანელობამ ტრანსფერებზე რომელ მოთამაშეებს უნდა მიაქციოს ყურადღება?
- ისევ ვთვლი, რომ ცსკა-ს კიდევ ერთი გამთამაშებელი სჭირდება.

- თუ შენგელია მართლა მოდის ჩვენთან, მაშინ ცსკა-ს უახლოესი ისტორიის მანძილზე ევროპაში მოთამაშეთა შერჩევით უძლიერესი წინა ხაზი ეყოლება - ცენტრები და მძიმე ფორვარდები. როგორ უნდა შეიკრას ვარსკვლავური გუნდი ერთ მთლიანად?
- მილუტინოვი (ბოლომბოი) + ფოიტმანი (შენგელია) + კურბანოვი (კლაიბერნი). გვჭირდება კიდევ ერთი გამთამაშებელი, მაგრამ სად ვიშოვოთ?

- თუ შენგელია ჩვენთან აღმოჩნდება, როგორ გაიყოფენ სათამაშო დროს ფოიტმანი, შენგელია, კლაიბერნი და კურბანოვი? თუ შეიძლება ხანდახან ფოიტმანი და შენგელია ცენტრის პოზიციაზე გამოვიყენოთ?
- ფოიტმანი და შენგელია მძიმე ფორვარდები არიან, კურბანოვი და კლაიბერნი - მესამე ნომრები. მწვრთნელმა იტუდისმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი შედის თამაშში უკეთ სკამიდან - შენგელია თუ ფოიტმანი.

- მინდა მოგილოცოთ თითქმის მომხდარი ფაქტი - შენგელიას გადმოსვლა! მომავალ სეზონში ცსკა ევროპაში აშკარა ფავორიტი იქნება...
- შენგელიასთან კონტრაქტის გაფორმება მომავალ სეზონში გამარჯვებისაკენ ცსკა-ს მენეჯმენტის მიერ გადადგმული ძლიერი ნაბიჯი იქნება.

- როგორ ხედავთ შენგელიას მეხუთე ნომრის პოზიციაზე? ევროლიგის საიტზე პირად პროფილში ის უკვე 3 წელია ცენტრადაა მოხსენიებული...
- გაცილებით ნაკლებად ეფექტურია. თორნიკეს სუფთა ცენტრად თამაში ეხერხება, მაგრამ როგორც ოთხი ნომერი, ბევრად უფრო მომწონს.

- თუ შენგელიას ტრანსფერი მოხერხდა, ჩინებული შენაძენი იქნება. მხოლოდ ახლა რატომ მიაქციეს ყურადღება?
- ერთადერთი, რაც გავიგე, იტუდისმა ტანმაღალი კალათბურთელების შეძენით თამაშის სტილის შეცვლა გადაწყვიტა. ეს იძულებითი ნაბიჯია, რადგან კარგი სნაიპერები არა ჰყავს. ის აქცენტს ყოველთვის ამაზე აკეთებდა.

- მე არა მაქვს ინფორმაცია, რომ შენგელია ცსკა-ში გადმოსვლის სურვილით "იწვის", მაგრამ თუ გადმოვიდა, მეოთხე ნომრის პოზიცია ძალიან სერიოზულად გაძლიერდება...
- ტაქტიკას მწვრთნელი შემადგენლობის მიხედვით ირჩევს.

- კალატესი ხელიდან გავუშვით, ჰაინსი წავიდა, შენგელია უნდათ, თუმცა არ ჩამოვა. ევროპულ კლუბებს შორის ყველაზე სუსტი მენეჯმენტი ცსკა-ს აქვს...
- მოდით, სელექციის დასრულებას დაველოდოთ.

altშენგელიასთან ცსკა-ს მოლაპარაკება საწყის სტადიაზეა

altთორნიკე შენგელია: "ბასკონიასთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობ

altsportall.ge-მ ცსკა-სგან შენგელიას შესახებ ოფიციალური პასუხი მიიღო

altჩვენთან მოდის შენგელია - რუსული მედია აღფრთოვანებულია!

altშენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა - საერთაშორისო პრესა

altმოსკოვის ცსკა-მ შენგელიას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - "მას რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს"

მკითხველის კომენტარები / 13 /
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ისტორიაში საქართველოს ყველაზე დიდი და დაუძინებელი მტრის არმიის სპორტული კლუბში არ უნდა თამაშობდეს და რუსულ საქმეს არ უნდა აკეთებდეს. მჯერა კაცია და მაგას არ გააკეთებს.
იოანე
13:41 23-06-2020
6
ძალიან ძალიან დიდ კოლოსალურ თანხას შეთავაზებენ თოკოს დარწმუნებული ვარ და ძნელია განსაჯო ამ დროს ადამიანი როცა სპორტულ აქტიურ კარიერაში 3 ან 4 წელი აქვს კიდე მე მაინც ვიტყვი რომ ღმერთი იყოს მისი მფარველი ყველაფერ კარგს იმსახურებს თავისი შრომით.
zurabi
10:45 23-06-2020
6

სიახლეები პოპულარული