შენგელიას "ბასკონიამ" თითქმის წაგებული მატჩი მოიგო და პლეი-ოფს მიუახლოვდა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის A ჯგუფის მეოთხე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" დრამატულ ბრძოლაში "უნიკახა" ოვერტაიმში 87:86 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ბასკურმა გუნდმა 9 ქულით მოიგო, მაგრამ მესამე მეოთხედი მალაგელებმა უკეთ ჩაატარეს და დაწინაურდნენ. ძირითადი დროის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე "უნიკახა" 5 ქულით წინ იყო, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო - შენგელია, რომელსაც მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა აქვს, პარკეტზე დაბრუნდა და ბოლო შეტევისას მეტოქეს სროლისას ბურთზე დაუფარა. ოვერტაიმში კი ვიტორიელებმა იმარჯვეს.

შენგელიამ 27:03 წუთში 9 ქულა (12-დან 3 ორქულიანი,
3-დან 0 სამიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა, 7 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ხოლო მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 5 იყო.

"ბასკონია" 3 მოგებით ჯგუფში მეორე ადგილზეა, 25 ივნისს "ხუვენტუდს" შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გავა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბარსელონასთან მატჩში,უკვე აშკარად ჩანდა,რომ ტკივილი ძალიან აწუხებდა და სხეულს თავისუფლად ვეღარ იყენებდა.ეს პირველ რიგში ტყორცნებს შეეტყო და ძალიან დაბალი პროცენტიც გამოუვიდა.ბოლო წამებში,როცა სხვაობა 4 ქულა იყო და ანგარიშის შესამცირებლად,მწვრთნელმა სქემა დახაზა,ტყორცნა,მაინც თორნიკეს ანდო,მაგრამ თოკოს ნასროლი,აშკარად ჭკუით ნასროლი იყო და არა ინსტიქტით.ტყორცნა რა თქმა უნდა არაზუსტი აღმოჩნდა,მაგრამ ასხლეტილი,ისევ თოკოს მიუვიდა და უფრო ახლოდან თოკოს ნატყორცნი,კიდევ უფრო უზუსტო გამოდგა.აშკარა იყო,რომ თავისუფლად ვერ ესროდა და ხელს რაღაცა(ტრავმა) ზღუდავდა.ამ თამაშში კიდევ უფრო ძალიან გაუფუჭდა სროლა და ისიც ვნახეთ,როგორ დაეცა ტკივილისაგან.კარგია რომ გასვლა გაინაღდეს და ბოლო ტურში ,მწვრთნელი ალბათ აღარ დატვირთავს,მაგრამ ნახევაფინალამდე რამდენად მოასწრებს ტრავმის მორჩენას?საეჭვოა და შესაძლოა კიდევ უფრო გაურთულდეს კიდეც.
სოსო
14:21 24-06-2020
0
12-დან 3 ორქულიანი!
zurab
12:32 24-06-2020
0

სიახლეები პოპულარული