eurobasket-მა თორნიკე შენგელია ცსკა-ს შემადგენლობაში შეიყვანა

AutoSharing Option
eurobasket.com-ზე ცსკა-ს მომავალი სეზონის შემადგენლობა გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულშია.

eurobasket-ის ვერსიით "არმიელთა" ძირითადი შემადგენლობა ასეთია: დანიელ ჰეკეტი, ნიკიტა კურბანოვი, იოჰანეს ფოგტმანი, თორნიკე შენგელია, ნიკოლა მილუტინოვი.

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ კონფერენციაზე თქვა, რომ ანდრეი ვორონცევიჩის გუნდიდან წასვლა იმაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა შენგელიას გადაბირებას.

შეგახსენებთ, შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 28 ივნისს "ვალენსიას" შეხვდება.
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 37 /
იქნებ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ არ გადავიდეს?
ნუ გადადგავ ასეთ ნაბიჯს, თორნიკე. გეხვეწებით ყველა!
ILIA
27 ივნისი 2020 02:49
31
უკვე ეს აზრი, რომ მოუვიდა თავში არის ცუდი - უნდა გამიჯვნოდა საქართველოს ნაკრების გუნდისთავი ამას. ანწუხელიძეები და ტატუნაშვილები მიდიან და თოკო-მოკოები რჩებიან სამწუხარიდ!
თორნიკე ერისთავი
27 ივნისი 2020 06:54
17
სამწუხაროდ,ქართველებს ეროვნული,სახელმწიფოებრივი ღირსება და თავმოყვარეობა არ გაგვაჩნია,ყელას ეხება ეს ვინც რუსეთში თამაშობს.
დავითი
27 ივნისი 2020 12:18
9
ანანიძე, კვირკველია, ტაბიძე, გრიგალავა, კვარაცხელია, დავითაშვილი ...... მორაგბეებს რატო ამათ არ ახსენებ ანწუხელიძის სახელს, ჰა?
fff
27 ივნისი 2020 11:52
14
ოკუპანტი ქვეყნის არმიის გუნდი,საწყენია ძალიან.რაღაც გვჭირს ქართველებს.აღარ უნდა გამოიძახონ ეროვნულ ნაკრებში.
დავითი
27 ივნისი 2020 06:40
16
ვინმემ იცის სომეხი, რომელიც აზერბაიჯანში ასპარეზობს? ან პირიქით? ფული-ფული და ისევ ფული... ფულის გამო ყველაფერი ან უნდა იკადრო!
მკითხველი
27 ივნისი 2020 13:58
7
როგორც უამრავ ქართველ სპორტსმენს, ალბათ შენგელიასაც გააფუჭებს რუსეთი და საუკეთესო ვარიანტში სათადარიგო მოთამაშედ აქცევს. :(
დათო
27 ივნისი 2020 07:21
14
ზუსტად მაგიტომ მიჰყავთ - გასაფუჭებლად!!!
კ19
27 ივნისი 2020 17:03
4
გულშემატკივრების აღშფოთებაში რა არის გაუგებარი??? რომ წერთ ფეხბურთელები და მორაგბეები რუსეთის კლუბებში თამაშობენო, განსხვავებას ვერ ხედავთ??? თორნიკე ევროპული კალათბურთის ვარსკვლავია, ნაკრების კაპიტანი და ჩვენი კალთბურთის ერთ-ერთი სახე! ჩვენი მოწინავე მორაგბრები საფრამგეთში და ძლიერ ლიგებში თამაშობენ, რუსეთში მოთამაშეებიდან ნაკრებში ალბათ 2 ან 3 თუ ხვდება. რაც შეეხება ფეხბურთელებს, იმედია როდესმე აზრზე მოვლენ და წესიერ ჩემპიონატებში ითამაშებენ!
პაატა
27 ივნისი 2020 14:04
10
ყველაფერი ფულით ხოარ უნდა განსაზღვრო? არუნდა გადავიდეს რუსეთში ღორ სახელმწიფოში. ბოლო პრინციპის და მაგალითის საკითხია ჩვენო კაპიტანო !!
beqa
27 ივნისი 2020 14:48
11
NBA ში თამაშიდან და დაბრუნებაზე ოცნებიდან რუსულ არმიაში, მშვენიერი "პროგრესია"
dato
27 ივნისი 2020 15:28
12
საქართველოს დროშისფერი კვართის ტარება, ჯვაროსანთა კაპიტნობა არ არის რიგითი კალათბურთელობა, ფეხბურთელობა, რაგბისტობა და ჩოგბურთელობა, ჯერ ერთი საქართველოს ნაკრების მაისურს თუ იცვამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მარტო შენია ის კვართი თავისი ნომრით, შენთან ერთად მთელი სტადიონი, დარბაზი დგება ჰიმნზე და ყველა ნორნალური გულშემატკივარი საკუთარ თავს აიგივებს თითოეულ მოთამაშეში, როგორც პატრიოტი. ჩემთვის მაგალითად, სპორტული კარიერის განვითარება ეკონომიკური დოვლათის შექმნის მიზნით, რომელიც რბილად რომ ვთქვათ ეროვნული ტკივილს და იარას აღვივებს მიუღებელია.
ვვა-ში გადასული აფციაური არა არის მსოფლიო დონის კალათბურთელი შენგელია, ვვა-ში არ გადასულა არც გორგოძე და არც ნარიაშვილი, ცსკაში არ უთამაშია არც კალაძეს და არც კობიაშვილს. ნაკრების კაპიტანი მთელი გუნდის წინამძღოლია, მას უყურებს მთელი ქვეყანა, ნორჩი ახალგაზრდობა, მისაბაძია უნდა იყოს მისი თითოეული ნაბიჯი. კიდევ ერთხელ ვადასტურებს უდიდეს პატივისცემას შენგელიას მიმართ, ძლიერი და შეუცვლელი კალათბურთელია ჩვენი ნაკრებისთვის, მაგრამ ეროვნული ნაკრების კაპიტნის და თან წამყვანი მოთამაშის კვართი ცოტა სხვა განზომილებაა და რიგითი სპორტსმენის დონე არ არის. როდესაც ადამიანი უკვე საკუთარი ოჯახის, შვილების მომავალ ეკონომიკურ სიძლიერეზე და განვითარებაზე ფიქრობს, რაც ყველამ უნდა გააკეთოს გარკვეულ ასაკს რომ მიაღწევს, მაშინ ეროვნული კვართი მომავალ თაობას უნდა გადააბარო, როგორც გორგოძემ გააკეთა ეს. წარმატებები დიდ ქართველ კალათბურთელს!
Segestrya
27 ივნისი 2020 14:04
12
ამდენი პრეტენზია მორაგბეებზე და ფეხბურთელებზე არ ყოფილა.გავიგეთ რო არარის კარგი ვარიანტი,მაგრამ არ ინტერესდებიან სხვა გუნდები და რა ქნას უნდა რომ მოიგოს კაცმა რამე ღირებული.მართლა ერთერთი საუკეთესო მოთამაშეა დღეს და ისტორიაში ჯიგარი ტიპის სახელით შესვლა მარტო უაზრობაა.მე საერთოდ რეალში მინდა ამის ტრანსფერი მარა ეტყობა რო არ უტეხავს ბასკონიას ფანებს ან რავიცი მე...იმედი მაქვს რამე შეიცვლება და არ წავა ცსკაში,მაგრამ არც გადავირევი ამის გადასვლით ყველგან ვუგულშემატკივრებ.შეექმნა ბასკონიას კარგი გუნდი ასეთი მოთამაშისთვის და დარჩებოდა კარიერის ბოლომდე,დაუყიდეს ყველა გოჭებივით ნორმალური მოთამაშე :/
აბგდ
27 ივნისი 2020 10:31
19
ბასკონიას ფანებს არ უტეხავს და საქართველოს ფანებს უტეხავს. მალადეც! რო იტყვიან
BASKI
27 ივნისი 2020 13:52
2
ბასკონიას ფანებს რო არ უტეხავს ჯიგარია))))
27 ივნისი 2020 13:40
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული