matchtv: ცსკა შენგელიას ტრანსფერს ამ კვირაში გამოაცხადებს

AutoSharing Option
რუსული ტელეკომპანია matchtv მოკლედ და კონკრეტულად აანონსებს საქართველოსა და "ბასკონიას" კაპიტან თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას:

"ცსკა-მ "ბასკონიას" ფორვარდ თორნიკე შენგელიასთან პირადი კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა.

ტრანსფერის შესახებ განცხადება ამ კვირაში გაკეთდება.

ამასთან, "არმიული" კლუბი არ გაუგრძელებს ხელშეკრულებას ანდრეი ვორონცევიჩს".

"ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც ხვალ, 30 ივნისს, "ბარსელონას" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ოკუპანტიც რომ არ იყოს, არმიის გუნდიც რომ არ იყოს, უბრალოდ რუსეთია თავისი ბუნებით მინიმუმ მყრალი შოვინისტი! თუ გარუსდები მიგიღებს და "გაგახარებს პა ვსემ პრავილამ", თუ არ გარუსდები და გაგაფუჭებს კაი გვარიანად. ძალიან ვწუხვარ ეს გადაწყვეტილება რომ მიიღე ჩემო თოკო! აი ცივ ზამთავრში რომ დაიწყებთ მოგზაურობას რუსეთის გლუბინკაში და რუსი ვანიას და დარიას სიყვარულს გამოცდი შენს ტყავზე, აი მერე მიხდვები სადაც ამოყავი თავი! ბევრჯერ მოგენატრება ესპანეთი!!!!! მაგარს კი ინანებ მაგრამ გვიანი იქნება. შანსი არაა ამან ცსკა-ში 3 წელი ითამაშოს!
პააატა
29 ივნისი 2020 22:46
13
Saqartvelos nakrebis kapitani Da CSK?
Sad erekle da sad.......
Gio
29 ივნისი 2020 22:15
9
მომკალი და ცსკას ვერ ვუგულშემატკივრებ, არა და რეალი რა კარგი იქნებოდა
grisha
30 ივნისი 2020 00:46
2
წარმატებებს ვუსურვებ თორნიკეს!ვისაც არ მოგწონთ თორნიკეს ЦСКА ში გადასვლა გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით ვინ იტყოდით თორნიკეს ადგილზე უარს.კაცი 28 წლის არის და მაქსიმუმი 2-3 წელი(ღმერთმა ქნას მეტი) შეუძლია ითამაშოს მაღალ დონეზე.ვერ ვიგებ რატო უნდა თქვას უარი მილიონებზე და სპორტულ ტიტულებზე ვერ ვიგებ. დევაძე რო იყო ცუდად ვინმე დაეხმარა რამით?ღმერთმა არ ქნას და თორნიკეს რო გაუჭირდეს ვინმე დაეხმარება, ეტყვის ყოჩაღ რუსეთში რო არ ითამაშეო?ისე დაგვავიწყდება როგორც შარშანდელი თოვლი.თუ თანადგომა ვიცით სასწაული?თან რა, ზარბაზნები უნდა გვესროლოს თუ რა? მასეთი მსჯელობით მაშინ ოსმალეთშიც არ უნდა წავიდნენ ბიჭები სათამაშოდ.თუ ტაო კლარჯეთი უკვე დავივიყეთ? რუსეთს რასაც მე ვაგინებ შეიძლება ბევრი არ აგინებდეს მიუხედავად იმისა,რომ ოცი წელია რუსეთის მოქალაქე ვარ,მაგრამ მე ოსმალეთი არანაკლებ მძულს.
მოკლედ თორნიკე გენაცვალე ქართულ გულში,წარმატებებს გისურვებ მთელი გულით!მე კალათბურთი შენისთანების გულისთვის მიყვარს და ზუსტად შენისთანა მოთამაშეების გამო ვთვლი ყველაზე ლამაზ სპოტრულ სახეობად.წარმატებები თოკო და გელოდები მოსკოვში,არცერთ თამაშს არ გავაცდენ, გიგულშემატკივრებ მთელი ოჯახით!
Jordan Beli
29 ივნისი 2020 22:09
31
გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადავიდოდი ესპანეთიდან რუსეთის არმიის (სამარცხვინო მკვლელების და მოროდიორების არმია, ვნახეთ აქ 2008-ში ეგ უნიტაზის ქურდები, მაგარებია მაშინ, როდესაც ტურებივით ათინი ერთზე მიდიან, - როგორც შინდისის ბიჭების დახოცვის შემთსვევაში იყო) კლუბში - რა ჯანდაბად უნდა გადავიდე ნირმალური , მაგარი ქვეყნიდან, ესპანეთიდან მაგ საღორეში და მადრიდის, ბარსელონას, სან-სებასტიანის, სევილიას მაგივრად მოსკვაში, სვერდლოვსკში, კუიბიშევში და მსგავს ბანძობებში ვითამაშო ჩემს გუნდთან ერთად. მითუმეტეს, რომ მატერიალურად საკმაოდ კარგად მიხდიან ბასკონიაშიც. ზედმეტ ფულად რატომ უნდა გავიყიდო კიკუსავით და სახელი გავიფუჭო ქართველებში. ნამდვილ ქაღთველებს ვგულისხმობ. და არა რუსეთუმეებს და ჰომო სოვეტიკუსებს. რაც შეეხება ოსმალეთს, სპარსელებს, არაბებს, მონღოლებს, უფრო ადრე რომაელებსაც და ასე შემდეგ, მაგათ ისტორიულად ბევრი გვიმტრეს, მაგრამ საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე არ ყოლია უფრო უსინდისო, ვერაგი და ბესპრედელშჩიკი მტერი, ვიდრე რუსეთი. სკოლაში ნასწავლი საქართველოს გაყალბებული ისტორიის მაგივრად, სანდო წყაროებს თუ წაიკითხავს ადამიანი, მაგაზე ეჭვის ნასახიც არ დარჩება.
ან
30 ივნისი 2020 00:11
10
გილოცავთ,თოკო,ჩვენი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების სახელით(ყველა მიესალმება ამ წინსვლას), წარმატებებსა და ტიტულებს გისურვებ, როგორც საკუთარი თავის, ისე საქართველოსთვის.
ჯანო
29 ივნისი 2020 18:50
74
ჩემი პროგნოზი, თუ მართლა გააკეთა ასეთი სისულელე და მანდ გადავიდა - ერთი წელი იქნება ძირითად ხუთეულის კაცი. როგორ კარგადაც არ უნდა ითამაშოს, რაც კი რამე არ აეწყობათ, სულ მაგას დააბრალებენ, ნელ-ნელა პრესა ექნება სულ უარესი და უარესი. მაქსიმუმ წელიწადნახევარში ძირითადი ხუთეულიდან ამოაგდებენ. არც გაყიდიან და ძალიან შეზღუდულ დროზე "დასვავენ", და კონკურენტსაც მიუყვანენ. ენბიეიზე ლაპარაკი საბოლოოდ დაივიწყეთ. ვეღარც ევროპაში დაბრუნდება ნორმალურ გუნდში, ამის საშუალებას არ მისცემენ, რომ მათი კონკურენტები არ გააძლიეროს. ეგეთ მილევად რეჟიში ეყოლებათ. მოკლედ იგივეს გაუკეთებენ, რაც მარკოიშვილს. არ მინდა რომ ასე მოხდეს, მაგრამ დიდი ალბათობით ასე იქნება.
........
30 ივნისი 2020 01:30
7
თოკო არ მოაწერო დიდი ფულის გამო კონტრაქტს ხელი...ცსკაში თამაშობდა მარკოიშვილი,ძირითადშიც ვეღარ ხვდებოდა ცსკაში, როცა იყო საუკეთესო ფორმაში (გააფუჭა მარკოიშვილი ისევ და ისევ ცსკამ), იგივე გელოდება შენ. გაუფრთხილდი შენს ავტორიტეტს რომელიც გაქვს ბასკონიაში... ის რაც შენ გაქვს ნაშოვნი გეყოპა სიბერემდე,შეეშვი ცსკას-დაიღუპები
gia ქართველიშვილი
30 ივნისი 2020 00:21
6
კარგით რა ხალხო, ბოლო-ბოლო ცსკ-ში გადავიდა (თუ მართლა გადავიდა), რომელიმე ჭ კლასის გუნდში ხომ არ გადასულა? ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში და ახლა კიდევ უფრო გაძლიერდება. ბასკონიაზე უკეთესი ხომ არის, არა? ესე იგი, უკეთესი პირობები შესთავაზეს და რა ქნას, ვიღაც ჯიმშერის და ჯონდოს თუ არ მოსწონს ცსკ, უარი თქვას? მთავარია, უკეთეს ფორმაში იყოს და ნაკრებში ითამაშოს მაღალ დონეზე, ჩვენც ეგ არ გვინდა?
პასკალი
29 ივნისი 2020 23:52
29
როცა ტატუნაშვილის მწამებელი არმიის გუნდში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გადავა ის შეიძლება გახდეს უფრო წარმატებულიც, ფინანსურად უფრო ძლიერიც მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით ის ყოველთვის დარჩება ნეხვად!!! იმ ფედერაციის დედა... მაგას რომ საქართველოს ნაკრებს გააკარებენ, მაგ ფულის ღორს!! ნეხვში აზელილ ღორს!!!
dinamo
30 ივნისი 2020 12:55
14
ან-ს რუსეთი როგორი ქვეყანაა და რუსი ვინ არი ნუ მასწალი. მე ვიძახი ხოლმე ასე:ეს რუსი იმას ჯობია,მაგრამ ორივეს დედა...ათი ერთზე არც ჩვენ ვიძახით უარს.(ცოტა ხნის წინ დავამტკიცეთ როგორ ვექცევით უდანაშაულო,ალალმართალ სპორტსმენ კაცს)
ორი აზრი არ არი,რაც უბედურება გვჭირს ყველაფერი რუსეთის და საბჭოთა კავშირის ბრალია!!!!!! მაგრამ ყველაზე ეროვნული პრეზიდენტი რუსთაველზე შეკრებილმა ქართველებმა არ გავაქციეთ? ქართველებმა არ შევასრულეთ რუსეთის დაკვეთა? მერე ქართველებმავე არ მოვკალით პრეზიდენტი,რომელსაც ქართველი და საქართველო საკუთარ სიცოცხლეზე მეტად,რომ უყვარდა???
საბჭოთა კავშირს რაც შეეხება:აქ მოსკოვში საბჭოთა კავშირი ჩვეულებრივ ხალხს სუ კიდია არც ნოსტალგია არა აქვთ!პირიქით იძახიან მაშინ ცუდათ ვცხოვრობდითო! აი საქართველოში კი 10 კაცში 5 მისტირის საბჭოეთს და რუსეთს!!! აქ მე არავისგან გამიგია რატო ბოლომდე არ გავიდა რუსეთი 2008 შიო,აი საქართველოში კი ბევრი იძახის! რაც შეეხება ოსმალეთს და ა.შ:რუსეთში ქართველი ყველა ბლატაბს!ყველა მუშაობს ნორმალურ სამსახურში(მონურ სამუშაოზე აქ ქართველი არ მუშაობს),უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემს!ის კია არა რუსზე არა ნაკლებ არის!
(კითხეთ საბას არ არი მეფესავით გუნდში? კითხეთ ჯანაშიას არ იყო გუნდში მეფე?ასათიანს კითხეთ...ჯანოს დღემდე მისტირის სპარტაკის ფან კლუბი.)

აი ოსმალეთში კი მონებად ამუშავებენ ქართველებს, ბევრი გამიგია.ოსმალეთი რად გინდა,ბათუმში უბატონოდ ხმას ვერ გასცენ ოსმალებს და ეხლა არ მითხრა ასე არ არიო.
ეხლა რაც შეეხება ვინ უფრო მეტად გვიმტრო სულ არ მაინტერესებს,მე დღემდე ბოლომდე არ მიყურებია ანწუხელიძის კადრებისთვის ისევე როგორც გურამ გაბისკირიას კადრებისთვის,შეუძლებელი ამის ყურება ჩემთვის და რუსეზე კარგის თქმა ამის მერე არა ქართველობას ნიშნავს,მაგრამ ზუსტად ისტორიას უნდა წაკითხვა,რომ მიხვდე ვინ უფრო მეტად გვიმტრო...უბრალოდ ის ძალიან ადრე იყო და ეს საკუთარი თვალებით ვნახეთ. აი ჩემთვის კი მტერი მტერია,ვინ მეტი და ვინ როდის გვიმტრო სულ ერთია...
P.S.რაც შეეხება ბასკონიას:კაი გუნდია,მაგრამ არც ისეთი შენ რო გგონია და ცსკა რო არი.კი ბატონო რეალი ან ბარსა მეც მერჩივნა,მარამ მე რა მირჩევნია,სუ არ აინტერესებს რეალს,ბარსას,თოკოს და ცსკას...
ადმინ არ დამბლოკო. მადლობა და წარმატებები ყველას.
Jordan Beli
30 ივნისი 2020 13:05
8
ოსმალეთს და ოსმალოებს რომ ადარებთ ვითომ მაგით რისი თქმა გინდათ????? ოსმალეთშიც არიან წარმოშობით ქართველები და "მეფეებივით" ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, მერე რა??? ეგრე სტალინიც და შევარდნაძეც მეფეებევით ცხოვრობდნენ მაგრამ დააქციეს საქართველო!!! რა ვერ გაიგეთ, რომ მტერი მტერია და ჩვენი სიკეთე არ უხარია და არც გაუხარდება!!! თოკო ქართული კალათბურთის სიმბოლო გახდა და აგერ ნახავთ რუსები რასაც გაუკეთებენ! სამწუხარო მაგრამ რეალობაა! ანანიძეზე სპარტაკის ფან-კლუბი მისტირისო და რა მერე???? ეს რა მაგალითად მოსაყვანია??? სად ჯანოს მიღწევები და სად კიდევ თოკოსო?! ერთი საშუალო დონის ფეხბურთელიც კი ვერ გახდა, ხოლო მეორე კიდევ ევროპული კალათბურთის ვარსკვლავია!!! განსხვავებას ვერ ხედავთ თუ ამდენ აბდაუბდა არგუმენტშებში ცდილობთ რაციონალური აზრის ჩაკარგვას?! სად რუსეთის ჩემპიონატი და სად ნებისმიერი ევროპული?! ისე გაიმეტებს ვიღაც ნაგავი რუსი კალათბურთელი თოკოს რომ თვალს არ დაახამხამებს! თქვენგან დიდად მოწონებული ჯანომ რამდენი ითამაშა საერთოდ??? და ზოგადად, ერთი ქართველი სპორტსმენი დაასახალეთ ვინც ევროპული დონის ვარსკვლავი იყო და რუსეთში ან წასულა, ანდაც რუსებთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია. ჯანომ ბევრი ფული იშოვა და სპორტული მიღწევებით არავის ემახსოვრება (სპარტაკის ფანკლუბის გარდა), თოკოს კიდევ შეეძლო ევროპული კალათბურთის სახე გამხდარიყო! და ბოლოს, თოკოს დონის სპორტსმენები მომავალი თაობებისთვის უნდა იყვნენ სამაგალითოები, ხოდა რა მაგალითს აძლევს??? მაშინ რას ერჩით ლაშა ტალახაძეს??????????????????????????????წავიდეს ძმაო და იშოვოს მაგ ბიჭმაც ფული!!!!!!გინდა აზერბაიჯანში და გინდაც რუსეთში!!! ეხლა დაწერთ თოკო რუსეთის დროში ქვეშ არ გამოდისო, არა ბიჭო და საქართველოს გაერთიანებული სამეფოს დროშის ქვეშ იქნება! იშოვოს ლაშამაც დიდი ფული, რა თოკოზე ნაკლებს ვარჯოშობს თუ ნაკლები წარმატებები აქვს!!! ლაშა ზოგადად სპორტის ისტორიაშია უკვე შესული, თოკო კიდევ გზაშია...ასე რომ გადამწყვეტ ფაქტორად ფულს როცა ახსენებთ ისიც გაითვალისწინეთ, რომ დიდ სპორტსმენებს იმაზე მეტი მოეთხოვებათ ვინემ ყარტა-ყურტა მოედანზე მორბენლებს!!! ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, თავიანთი არჩევანია და ჩვენ არც გვეკითხებიან, მაგრამ გულშემატკივარსაც გვაქვს უფლება ჩვენი აზრი მაინც დავაფიქსიროთ! მე პირადად თოკოს გულშემატკივრად ვჩები, მაგრამ ცსკა-ს არც ვუგულშემატკივრებ და არც წარმატებას ვუსურვებ!
პაატა
30 ივნისი 2020 15:15
9
ჯერ ეგ ერთი მე თქვენი "შენ" არ ვარ და უცხო ადამიანს შენობით არ მიმართავს ოჯახში გაზრდილი ხალხი. თუმცა რუსეთში მცხოვრებისგან არ მიკვირს. ეხლა მეორე - საქართველოს პირველი პრეზიდენტი მაგ ღორების ქვეყნის მიერ ნაყიდმა ხალხმა და სწორედ ისეთმა ტიპებმა დაამხეს, რუსეთის არმია მტრად რომ არ მიაჩნიათ, და "მოსკოვებში" მეფეებივით გვექცევიანო რომ ამბობდნენ თქვენსავით. ქართველი ერი თქვენი გასალანძღი ნამდვილად არ არის, მოღალატეები და ნაძირალები კი ყველა ერს ყავს და მათი მიხედვით ერზე მხოლოდ ჩასაფრებული არაკეტილმოსურნე თუ იმსჯელებს. ჯანაშიას და ანანიძეს რა უნდა ვკითხო, განსაკუთრებით კი ასათიანს, უკითხავადაც ჩანს როგორი ტალანტი დაღუპეს რუსებმა. ევროპის კარგი გუნდის დონის პოტენციალი ქონდა და საბოლოოდ რაღაც ბანძი ლოკომოტივის ზამენის მოთამაშეთ დარჩა და იქიდანაც დაიქნიეს. ახლა კვირველიას ელოდება იგივე. იმ ორ ბიჭს, კვარაცხელიას და დავითაშვილსაც, დროზე თუ არ გაასწრეს მაგ ჭაობიდან. ოსმალები თურმე ქარტველებს მონებად ამუშავებენ, რუსები კი მეფეებივით ექცევიან, კარგით რა, სულ არ მჭირდება მაგ საღორეში ჩამოსვლა, რომ ვიცოდე, დღეში რამდენჯერ გესმით თქვენი მისამართით "ჩორნაჭოპები" ახლა არ თქვათ არაო, არავინ დაგიჯერებთ მაინც.ყველას გვყავს ნაცნობი ქართველები რუსეთში, ვინც ტყუილებს და ზღაპრებს არ ყვება. თურმე მნიშვნელობა არ ქონია ვინ გმტრობდა წარსულში და ვინ ახლა. ისტორია კი ნამდვილად საბჭოთა სკოლაში გაქვთ ნასწავლი. გირჩევთ ამ თემაზე წაიკითხოთ რას წერენ მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, აკაკი წერეთელი თუ გაინტერესებნთ რატომ არის ყველაზე უნამუსო, ვერაგი და დამპალი მტერი სწორედ რუსეთი. და ისტორიაც, ოღონდ არა საბჭოთა ინტერპრეტაციით, თუ რა თქმა უნდა მართლა გაინტერესებთ და უბრალოდ რუსების გასაპრავებლად არ გინდათ. ისე, ძველი სიმღერაა "ესეც ხომ მტერი იყო, ისიც, კიდევ ისიც და ამიტომ რუსებზე ნუ ვილაპარაკებთ". რაც შეეხება აჭარას - ოფიციალური მონაცემებითაც რუსებს ორჯერ მეტი უძრავი ქონება აქვთ იქ ნაყიდი ვიდრე სხვას, გაავსეს იქაურობა და უკვე ლაპარაკობენ იმაზე რომ აქ ცოტა რუსული სკილებიაო და რას გავს ესო. იუთუბზე არინ და თუ მოძებნით, ნახავთ. ასე, რომ თქვენ ოჯახში ჯანმრთელობას გისურვებთ, ცეესკას ვუსურვებ მაქსიმალურ წარუმატებლობას, რუსეთის ნარჩენ იმპერიას - მაქსიმალურ დასუსტებას, და კიდევ უკეთესია - დაშლას.
ან
30 ივნისი 2020 17:05
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული