30 ივნისს, ლიგა ენდესას ფინალში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ბარსელონა" 69:67 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.
თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ მეორე პერიოდი "ბარსამ" უკეთ ჩაატარა, ზუსტი სამქულიანების წყალობით 9 ქულით გაიჭრა წინ, დიდ შესვენებაზე კი 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში ბასკურმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, მეოთხე პერიოდის შუაში შენგელიასთან ბრძოლაში ნიკოლა მიროტიჩმა მეხუთე პერსონალური მიიღო (ეს, ალბათ, შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი იყო), თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და საბოლოოდ "ბასკონიამ" იმარჯვა.
შენგელიამ 33:11 წუთში 14 ქულა (8-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 იყო.
ალბათ, გაინტერესებთ შენგელიას ვიზავის, მიროტიჩის მონაგარი? ბატონი ბრძანდებით - მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მინუს 1 გახლდათ, 24:59 წუთში 8 ქულა შესძინა თავის გუნდს (8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 0 სამიანი, 1-დან 0 საჯარიმო) და ერთხელ მოხსნა ბურთი.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი ვიტორიელებს 19:38 წუთში 8 ქულით შეეწია.
აღსანიშნავია, რომ მატჩს "ბარსას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ დაესწრო, რომელიც თავისი გუნდისა და "ატლეტიკოს" შეხვედრაზე არ წავიდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.
ესპანეთის ჩემპიონის თასი შენგელიამ აღმართა, რომელსაც საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული, შემდეგ კი ფარის კალათაზე შემოჯდა და სამახსოვროდ ბადე მოაჭრა.
გილოცავთ!
პიონობა ძაან მაგარია. ბრავო შენგელია, ისტორია დაწერა!!!