კირილენკო: შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადმოსვლამ არ გამაკვირვა

AutoSharing Option
რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ განაცხადა, რომ ცსკა-ში ქართველი მძიმე ფორვარდის, თორნიკე შენგელიასა და სერბი ცენტრის, ნიკოლა მილუტინოვის გადასვლა გაკვირვებას არ იწვევს.

"ცსკა-ში შენგელიასა და მილუტინოვის გამოჩენა მე არ მაკვირვებს, მათ გადაბირებას უკვე კარგა ხანია ცდილობდნენ. მით უმეტეს, რამდენიმე მოთამაშის და მათ შორის, გუნდის კაპიტნის, კაილ ჰაინსის წასვლის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ "არმიელები" გაძლიერდებოდნენ", - ციტირებს კირილენკოს "Р-Спорт"-ი.

championat-ი ამტკიცებს, რომ შენგელიამ მოსკოვურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

სხვათა შორის, ადრე კირილენკომ გაიხსენა, რომ პეტერბურგის "სპარტაკში" თორნიკეს მამასთან, კახა
შენგელიასთან ერთად თამაშობდა, ხოლო "ბრუკლინში" - თორნიკესთან:

"ჩვენთან კახა შენგელია თამაშობდა და თორნიკესთანაც ვითამაშე. ბავშვები უკვე გაიზარდნენ, ღმერთო! დრო გადის და რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებს განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებ, განსაკუთრებული სითბოთი".

მკითხველის კომენტარები / 13 /
რუსული არმიის სორტულ კლუბში გადასვლა სასიამოვნო არ არის (რბილად რომ ვთქვათ), მაგრამ სასიამოვნოა კირილენკოს ასეთი თბილი სიტყვები და ზოგადი განწყობა ქართველების მიმართ. კალათბურთელიც ძალიან მაგარი იყო და ადამიანიც კარგია!
ირაკლი
12:26 03-07-2020
1
ეჰ რამდენი ძალით პატრიოტი ყავს ამ ქვეყანას, ნეტა შენგელიას გავდეთ პატრიოტობაშიც დ ყველაფერში
Ultranationalist
12:05 03-07-2020
12

სიახლეები პოპულარული