თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჯერ კიდევ ესპანური "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარი მომავლის შესახებ მცირე კომენტარი ტელეკომპანია "იმედთან" გააკეთა.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი გახლავთ და ხელმოწერილიც არაფერია. ცსკა-მ ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატა და მე გარკვეული პერიოდი ვითხოვე, რათა ესპანეთის ჩემპიონატზე მომეხდინა კონცენტრაცია.

ალბათ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რა იქნება მომავალში. ჩემი აგენტი უძღვება მოლაპარაკებებს და ვიცი, რომ ჩემი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, როგორც მწვრთნელს, ისე პრეზიდენტსაც სურს.

წელს სხვა კლუბებისაგან სერიოზული ინტერესი არ წამოსულა. მადრიდის "რეალიც" არ მოსულა წინადადებით. ყველაზე მეტად თითქოს
"მილანი" აქტიურობდა, თუმცა საქმე არ დაძრულა. ასე რომ, ცსკა ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

თუ ამ კლუბში გადავალ, ცხადია, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება წამითაც არ შეიცვლება და იმედია, ჩემ მიმართაც იგივე მოხდება.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემი პატრიოტიზმისა და საქართველოს სიყვარულზე ახსნა-განმარტების დაწყება უცნაურად მეჩვენება", - განაცხადა თორნიკემ.

altარის - თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! [VIDEO]

altგაირკვა რატომ ჭიანურდება თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა



მკითხველის კომენტარები / 86 /
მეგობრებო, ხალხო! სასტიკად წინააღმდეგი ვარ ცსკა-ში ან ნებისმიერ რუსულ გუნდში თოკოს გადასვლის, იმიტომ რომ თოკო სხვა დონეა, თუნდაც მარკოიშვილისგან განსხვავებით, თოკო ჩვენი სიამაყეა, ნაღდი პატრიოტი და ქართველია სულით და გულით და რუსული არმიის ფორმით მისი დანახვა ნამდვილად დარტყმა იქნება ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ დააკვირდით სიტუაციას, მედალს აქვს მეორე მხარეც! თოკოს არათუ უკეთესი, საერთოს სხვა არცერთი ვარიანტი არა აქვს უფრო მაღალ დონეზე თამაშის! ,,რეალი" რამეს რომ აკეთებდეს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ ცსკა-ს ვარიანტს გამორიცხავდა თოკო, ანუ ნბა-არა, რეალიც არა, სხვა საკალათბურთო მონსტრებიც დუმან და ამ ყველაფრის ფონზე თოკოს რჩება ერთი არჩევანი ,,ბასკონია" ან ,,ცსკა", ამ ორს შორის კი არჩევანი ყველა პლიუსის და მინუსის გათვალისწინებით ცალსახად ცსკას მხაერეზეა, თანაც ცალსახად, თუმცა სამწუხაროდ!
ასე რომ რაც არ უნდა გულდასათუთქი იყოს ჩემთვის თოკოს ავადსახსენებელ ცსკა-ში თამაში, უნდა შევეგუო იმ აზრით რომ ერთი წლის თავზე თოკოს უფრო მეტი მთხოვნელი და წინადადებები ექნება, რომ მოშორდეს მაგათ და არანაკლებ ან უფრო მაღალ დონეზე წავიდეს სათამაშოდ.
წარმატებები თოკო! და მაინც ცსკა-ს დედაც...
ქორ-პარიკმახერი
08 ივლისი 2020 11:36
2
მანუჩარ მარკოიშვილის შესახებ,ვერაფრით დაგეთანხმები.არც მას დაუზოგია არასოდეს თავი ქვეყნისათვის და არც მას აკლია ტიტულები.მანუჩარის დროსაც ასე იყო და ახლაც,მე შუაზე ვიქნები გახლეჩილი.მხოლოდ პიროვნებას ვუგულშემატკივრებ,მაგრამ მანუს დროინდელი გამოცდილება მკრანახობს,რომ ეს ვერანაირად შეედრება ჩვენი სხვა ბიჭების გულშემატკივრობას სხვა კლუბებში.სამწუხარო რეალობაა.იმედია თორნიკესთვისაც კარიერის დასასრული არ გახდება, ცსკაში გადასვლა.
სოსო
08 ივლისი 2020 20:12
1
ვაკონკრეტებ გაუგებრობების და არასწორი ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად! მარკოიშვილის ხსენებისას ვგულისხმობ, რომ თოკო მანუჩარზე უფრო მაღალი დონის კალათბურთელია, უფრო დიდი ვარსკვლავია. არამც და არამც არ ვადარებ მათ პატრიოტიზმს ერთმანეთს, რადგან ამ მხრივ ორივე გულმხურვალე ქართველები და ჯიგარი ბიჭები არიან.
ქორ-პარიკმახერი
08 ივლისი 2020 11:53
4
ჯიგარო, შენ მაგაზე არ იდარდო!
სპორტს და პოლიტიკას უტვინო ხალხი თუ დაუკავშირებს ერთმანეთს.
სადაც მეტს გადაგიხდიან, სადაც მეტი შანსი გექნება ტიტულების მოგების, რათქმაუნდა იქ უნდა გადახვიდე. სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია.
წარმატებები, ქართელ უტვინო ხისთავიანებს თუ რამის თქმა უნდათ, აქედან კი ნუ იფხორებიან პირში გითხრან სათქმელი ამ ქათმებმა.
korben dallas
07 ივლისი 2020 14:56
49
რუსული არმიის კლუბში გადასვლა პოლიტიკის და სპორტის არევაა? როცა ისედაც მილიონერი ხარ, რა უნდა მოგცენ იმდენი, რომ რუსეთის ჯარის გუნდში წახვიდე. შენგელია ევროპული კალათბურთის ვარსკვლავია. არსად არაფერი დასამტკიცებელი არ აქვს და არც ფინანსურად უჭირს რამე. უჭირს კი არა, თაისი შვილთაშვილებიანად უზრუნველყოფილია სამუდამოდ იმდენს უხდიან სადაც იყო აქამდე. ცსკა-ში რატომ უნდა წახვიდე არ მესმის ნამდვილად. პოლიტიკის არევა კი არა ყველას და ყველაფრის უპატივცემულობა, უპრინციპობა და ფულზე დამონებაა.






სამწუხაროდ ქართული მენტალობისა და ქცევის კლასიკური ნიმუშია. იმიტომაცაა რუსები რომ არ გვეშვებიან, იციან რომ გამოუვათ ჩვენი მოსყიდვაც, გადაბირებაც და შესაბამისად დამონებაც.





რა თქმა უნდა, ამის გამო ადაამიანს ვერ მოვიძულებთ, მაგრამ კრიტიკაც აღარვ ვთქვათ? ამ აშკარად ანგარებითი და ჩემთვის პირადად შეურაცხმყოფელი ნაბიჯის გამო ეხლა კიდე თავზე ხელი გადავუსვათ შენგელიას, რა პრობლემაა მიდი კაცო კაი ბიჭი ხარო? ა? გამაგებინეთ ერთი.
ჯერი
07 ივლისი 2020 15:42
3
korben dallas ბევრჯერ წამიკითხია შენი კომენტარები მსოფლიო სპორტში და მომწონებია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასე ილაპარაკებდი ღირებულებებზე. ვინც რამდენს გადაგიხდის და როცა გადაგიხდის მისი უნდა იყო, თუნდაც სპორტში? ბარსადან ფიგუ რეალში რომ გადავიდა ღორის თავი რატომ ესროლეს შენი აზრით?
G.LA
07 ივლისი 2020 16:50
1
ააარააა, როგორ გეკადრებათ ?! გეთაყვა...
სერგია
07 ივლისი 2020 14:27
0
მესმის იმ სეგმენტის ვისაც კონკრეტულად გუნდის სახელწოდება ,, არმია" აღიზიანებს მაგრამ რაც არ უნდა იყოს შეცდომად მიმაჩნია მისი სპორტული არჩევნისა და პატრიოტიზმის სასწორზე დაყენება... მე მის პატრიოტიზმში დარწმუნებული ვარ 1000000000 % ით... თოკო რაც არ უნდა მოხდეს ჩვენთვია პრიორიტეტული საქართველოს ნაკრებია... და დარუნებული ვარ ამ ევროპაზე უძლიერეს ფორმაში შეხვდები და დიდი წარმატების მოტანას შეძლებ ნაკრებში...წარმატებები!!!! გვიყვარხარ თან ძალიაან!!!
მევარმე
07 ივლისი 2020 12:21
35
2015-ში მარკოიშვილი რომ იყო ცსკაში მაშინ რატომ არ აპროტესტებდით თუ მაშინ შეკვეთა არ გქონდათ ანდა თურქეთში და აზერბაიჯანში თამაშს რატომ არ აპროტესტებთ რა მათ არ აქვთ ჩვენი მიწები მიტაცებული თუ რა.
90
07 ივლისი 2020 22:18
30
ძალიანაც მივქარეთ, რომ არ გავაპროტესტეთ. მაგრამ, თოკო სხვა დონეა
ALONZO
08 ივლისი 2020 02:19
2
თოკო სადაც არ უნდა იყო ყოველთვის ვიამაყებ შენით წარმატებები
emgranti
08 ივლისი 2020 00:39
13
ფეხბურთელებზე რატომ არგაქვთ პრეტენზიები ზაან მაინტერესებს?
Gorgi
07 ივლისი 2020 21:33
18
ერთი ფეხბურთელი დაასახელე, რომელიც შენგელიას დარი ევროპული დონისაა? ეგეთი არ გვყავს საერთოდ ეს ერთი, და მეორე, ფეხბუეთელების მენტალიტეტი კარგად არის ცნობილი, დიდი უმრავლესობა "ლიჟბი მაყუთი იყოს" ტიპები არიან!
გიორგის
07 ივლისი 2020 21:43
3
ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ბადალი არა გყავთ! სიამოვნებას განიჭებთ სხვის ნერვებზე თამაში! დაეტიეთ თქვენ ადგილას, სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფთ და თქვენ საქმეს მიხედეთ უსაქმურებო! ვერ გაიგეთ რა თქვა? უკეთესი შემოთავაზება არ ჰქონია და იმიტომ მიდის! თავს უფლებას ნუ აძლევთ, ყველას ჭკუა არიგოთ, როცა არავინ გეკითხებათ!
*******
07 ივლისი 2020 13:46
27
ვაიპატრიოტები ის იქნება ვინც შენგელიას ნებისმიერ გადაწყვეტილებას გააპროტესტებ. სხვის საქმეში ბრძენობა არ გინდათ რა. სპორტს და პოლიტიკას ნუ ურევთ ერთმანეთში, არც მე მინდა რომ გადავიდეს რუსულ კლუბში მაგრამ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვუბალეშიკებ.
MISTERIK
07 ივლისი 2020 12:14
35
გეყოფათ რა თორნიკეზე უარყოფიდად საუბარი. მარკოიშვილი არიყო მანდ? თუ მაშინ არიყვნენ არმიელები?მიხედოს თავის კარიერას და სადაც იქნება იქ ვუგულშემატკივრებ პირადად მე იმიტო რო ზაან მაგარი ბიჭია
Gorgi
07 ივლისი 2020 21:13
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული