200 წელი ჩვენი არმია იცავდა; ახლა, წესით, ირანს ან თურქებს ფეხებში უნდა უცვივდებოდნენ - რა გამოხმაურება მოჰყვა championat-ის სტატიას შენგელიაზე?

AutoSharing Option
გუშინ, 7 ივლისს, უმსხვილეს რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ქართველი გულშემატკივრის განწყობაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო გადასვლაზე.

"ჩემპიონატს" sportall.ge-ს მომხმარებელთა კომენტარების ძირითადი აზრიც ჰქონდა გადმოცემული. სტატიის ავტორმა კომენტარების ანალიზზე გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ უმრავლესობის განწყობა შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ უარყოფითია. ასევე, ხაზი იყო გასმული, რომ ქართველებში ცსკა არმიულ გუნდთან ასოცირდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსი გულშემატკივრები ამ ყველაფერზე. წინასწარვე გაცნობებთ: დადებითი განწყობა იქაც ცოტაა.

ისევე, როგორც "სპორტალზე", "ჩემპიონატზეც" შეიძლება კომენტარების მოწონება ან არმოწონება. ყველაზე მეტი მოწონების კომენტარი
კი ასეთია:

"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში".

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

" - რუსეთში ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რესტორნების მფლობელები და ასე შემდეგ. იმათზე რა ხდება?
- ისინი რუსები არიან. თორნიკე კი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ეწვით."

"ყველაზე სასაცილო ისაა, რომ საქართველომ თავად დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... ისე, მაშინ ჩვენმა არმიამაც გადააჭარბა. მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის გაწმენდა საქართველოს ჯარისგან, ჩვენები კი ისეთ აზარტში შევიდნენ, კინაღამ თბილისიც აიღეს."

"ძალიანაც კი არ გვჭირდება, თანაც მსუბუქად არაადეკვატურია."

"მახსოვს, როცა არმიელებს ხვდებოდა ბასკონია, თორნიკე არასპორტული აგრესიით გამოირჩეოდა."

"ამერიკაში უამრავი რუსი ჰოკეისტი თამაშობს - მაგრამ მათ არავინ ლანძღავს. რუსი ფეხბურთელი "შახტარში" ან კიევის "დინამოში" რომ გადავიდეს, უმრავლესობა წარმატებას უსურვებს."

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს გულშემატკივრები შენგელიას გადასვლას მეგა-ტრანსფერს უწოდებენ და ბედნიერები არიან.

"სუპერ ენაძენი იქნება. მან აჩვენა, რომ მიროტიჩზე უკეთესია."

"მიხარია თოკოს ტრანსფერი. ქართველი თავის მენტალიტეტით ლიდერია და თამაშის დროს 100%-ით იხარჯება."

მთლიანობაში, გულშემატკივრის უმრავლესობა თოკოს გადასვლას მიესალმება და დადებითად უყურებს. ქართველებს კი მეტად ბუნდოვანი პოზიციები გვაქვს.

მკითხველის კომენტარები / 82 /
რაც კომენტარები დაწერეს რუსებმა, სხვას არც ველოდი. ილუზორულია მათ მიმართ ნდობა. თორნიკემ არჩევანი გააკეთა, გული მწყდება, რომ რუსეთის არმიის გუნდშია. ნეტავ სხვაგან წასულიყო.
მერაბი
09 ივლისი 2020 09:12
3
მე რიგითი გულშემატკივარი ვარ... მე მიყვარს თოკოც, ზაზაც, კახიც, შოთაც... მადლობა მათ, და ქედს ვიხრი იმ ქართველი სპორტსმენის თუ არასპორტსმენის წინაშე, რომლებმაც საქართველო გააცნეს მსოფლიოს დადებით ასპექტში.გარკვეულწილად, მე ჩემი აზრი და ხედვა გამაჩნია საკითხის მიმართ, მაგრამ თავს ნამდვილად ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმეს რაიმე მოვუწოდო ან ვუკარნახო. ( იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუნდაც თოკოს მეათასედი არ გამიკეთებია საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოსაჩენად, თორემ ჩემი საქმით, ჩემივე ქვეყნის ხარისხიან იმფრასტრუქტურულ განვითარებას ვემსახურები)... წარმატებები შენ, ჩვენო თორნიკევ და ვისურვებდი, რომ შენი დარი და შენზე უკეთესი თაობა გაზრდილიყოს და აღზრდილიყოს ჩვენს მართლაც ბედკრულ საქართველოში! მიყვარხართ ქართველებო
ირაკლი
08 ივლისი 2020 23:00
19
მოკლა ილია ჭავჭავაძე, მოკლა მიხეილ ჯავახიშვილი, მოკლა მძინარე პატრიარქი კირიონი, მოკლა პირველი რესპუბლიკა და მთელი თაობა, რომელიც ამ ქვეყანას ეთაყვანებოდა! გაწყვიტა თაობა, რომელიც ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე შეყვარებული, მშიერ–მწყურვალი და დაქანცული, თავდაუზოგავად მუშაობდა მისი წინსვლისთვის!
რუსეთმა მოკლა ჩვენი ბაბუები და ბებიები, მამები და დედები, წინაპრები და და–ძმები; რუსეთმა დატოვა ათასობით ქართველი მშობლების, ახლობლების და ბედნიერების გარეშე.
რუსეთი კლავდა ყველაფერ ქართულს, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოკლა ვერაფერი და ვერც ვერასდროს ვერ მოკლავს ვერაფერს.
რუსეთი კლავდა და კლავს საქართველოს სტაბილურ მომავალს, მაგრამ ვერც ამას მოკლავს. რამდენ საზღვარსაც არ უნდა გადმოვიდეს რუსეთის მკვლელი რაზმები, რამდენი ჩვენგანიც არ უნდა მოკლას ამ სიხლიანმა ტირანიამ, ის ვერ მოგვკლავს ყველას და ამიტომ, ის ვერ მოკლავს ჩვენს შემკვრელ იდეას.
მოკვდება სისხლიანი რუსეთი და იცოცხლებს საქართველო.
gio123
08 ივლისი 2020 20:31
10
წარმატებები თორნიკეს მე ზუსტად ვიცი რომ ცესკას ფან კლუბი მაგარი განწყობით ელოდება თორნიკეს პ.ს ისე იმ 200 წელს რაც შეეხება მაგაში ვერ მოედავები რადგან მოსისხლე მტრებს პირი ქონდათ მაშინაც და ახ,აც დაღებული როდის ჩაგვყლაპავდნენ სამწუხაროდ გვიწევს ასეთ რეალობაში ცხორება როცა სხვა გზა არ ჩანს
civi
08 ივლისი 2020 17:40
79
საქართველო როგორ "შეიერთეს",მგონი იცი.200 წელი როგორც გვიცავდნენ,იქიდან ჩანს,რომ მათგან "მიერთებული"საქართველოს სულ ცოტა მესამედი,მთელი სამხრეთი საქართველო,თურქებს დაუთმეს,ხოლო შემდეგ,სოჭი,აფხაზეთი და სამაჩაბლო,თვითონ დაიპყრეს.ეგ არის მაგათი დაცვის ფასი.ბათუმი და აჭარაც,ისევ ქართველებმა დაიბრუნეს,თორემ მაგათ არაფერში ენაღვლებოდათ.საქართველომ კი,ჯერ კიდევ 1812 წელს თავისი გმირი შვილის, პეტრე ბაგრატიონის სიცოცხლის ფასად,შეუნარჩუნა რუსეთს,ნაპოლეონთან შემდგომი ბრძოლის პერსპექტივა.მეორე მსოფლიო ომში კი,სულაც 350000 კაცამდე შეეწირა რუსეთის იმპერიის დაცვას.მადლობა 1956 წელსაც გადაგვიხადეს,1989 წელსაც,1991 წელსაც,1992 წელსაც და 2008 წელსაც.კარგი ხალხი,რუსეთშიც ბევრნი არიან,მაგრამ მათი ყველა მთავრობა,დამპყრობელია და შოვინისტი.ეგაა მაგათი იდეოლოგია
სოსო
08 ივლისი 2020 21:02
4
ისე კარგად იცავდნენ რომ სოჭი ადლერი 1920 წელს მიითვისეს . 1920 წელსვე თურქეთთან ზავი დადეს და ჩვენი მიწები დათმეს ყარსი , არდაჰანი და ა.შ. მერე 1921 წელს დაარღვიეს ფაქტი ურთიერთ თავდაუსხმელობის შესახებ და გააბოლშევიკეს საქართველო , რომლის დამოუკიდებლობა ოფიციალურად ჰქონდათ აღიარებული!!!!!
ესეც არ იკმარეს და 1921-31 წლებში მიიერთეს ქართული მიწები დღეს სადაც გამშვები პუნქტი ლარსი აქვთ, სომხეთს გადასცეს ლორე ტაშირი და აზერბაიჯანს ჰერეთის, კახი და საინგილო.

ასე რომ დაიცვეს კი არა რეპარაციებს უნდა იხდინდნენ და კიდევ დიდ გულზე არიან !!!
ჩვენები კი გარბიან რუსეთში ორი კაპიკის გამო და ფეხებზე ჰკიდიათ სამშობლო და ისტორია !!!!
ასეთები ქმნიან ილუზიას რომ ქართველები გულმავიწყები ვართ და არ გვახსოვს ისტორიული დანაშაული მათი !!!
mikhael
08 ივლისი 2020 17:20
14
რუსეთში თუ კითხულობენ ჩვენ კომენტარებს მშვენიერია. მათ უნად იცოდნენ რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი მიწების ოკუპაციას და ჩვენი თანამემალუეების გამოყრას. თოკოც კითხულობს და ასეთ ვნებათაღელვის შემდეგ იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე რუსების არმიელთა რიგებში არსოდეს ვიქნები შენი გულშემატკივარი. თოკო შენი ცხოვრება რა თქმა უნდა შენი ნებაა. მარა იცოდე, შენი იმხელა კალათბურთელი გახდი მარტო შენ თავს აღარ ეკუთვნი. შენც ყველა გამორჩეული სპორტსმენიც და ხელოვანიც, ასევე გამორჩეული ყველა ქართველიც ჩვენ ყველას გვეკუთვნით. ჩვენ თქვენით ვამაყობთ და ვხარობთ. ნუ წაგვართმევ ამ სიამაყეს და სიხარულს რომელსაც თოკო ჰქვია. ნუ აიღებ ამხელა ტვირთს, ეს შენც და ჩვენც დაგვაზარალებს.
G.LA
08 ივლისი 2020 17:17
9
თურქეთზე და ირანზე რომ გადაგაქვთ ლაპარაკი, როდესაც ვინმე რუსეთის კაი ბიჭობაზე იტყვის რამეს ეგაა ზუსტად რუსული პროპაგანდის შედეგი, პოლიტიკა ცვალებადია და სხვადასხვა ეპოქას სხვადასხვა გამოწვევები აქვს, მაშინ რუსეთი იყო ჩვენი გადარჩენის საშუალება და გადავრჩით კიდეც დღეს ნატო და დასავლეთია მაშინდელი მოკავშირის და ეხლანდელი მტრის, რუსეთისგან გადარჩენის საშუალება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთი ან მეორე ჩვენი მეგობარია, ეს უბრალოდ ამ მომენტში ჩვენი ინტერესები ემთხვევა, მაშინ რუსეთთან ემთხვეოდა. და თუ ვინმე იტყვის რომ რუსეთთან ვალში ვართ რადგან მან გადაგვარჩინა ტყუილია, ჯერ ერთი იმიტომ რომ რუსეთისთვის მიზანი ჩვენი გადარჩენა არ ყოფილა, ისე როგორც ნატოსთვის დღეს არაა მიზანი საქართველოს დაცვა. გადრა მაგისა ჩვენი ჯარისკაცები იბრძოდნენ რუსეთის ომებში და მათი ყველაზე დიდი ომი ქართველმა სტალინმა მოიგო, ყველაზე მეტი მაგ ომში პროცენტულად ქართველი დაიღუპა, დღეს ქართველები ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, ყველაზე მეტნი არიან წარმოდგენილი ნატოს მისიებში , ასე რომ არავისთან ვალში არ ვართ. პოლიტიკა ცივი თამაშია და დღეს თუ რუსეთია მტერი, სულაც არაა გამორიცხული რომ ხვალ დასავლეთი გახდეს, მაგრამ სანამ ეს მოხდება თვალები კარგად უნდა გავახილოთ და დღევანდელ მტერს დღეს ვებრძოლოთ ყველა შესაძლო მეთოდით.
gio
08 ივლისი 2020 17:15
4
ცსკ იმავე ფულით ფინანსდება რომელი ფულითაც ჩვენი დასაბომბი რაკეტები მზადდება!
ლაშა
08 ივლისი 2020 16:56
9
მე ადრე დავაფიქსირე ჩემი დამოკიდებულება ამ ტრანსფერზე. ვერ გამიგია ჩვენი ფეხბურთელების თურქეთში, რუსეთსა და ირანში თამაშს მივესალმებით, ხოლო კალათბურთელის არმიელთა გუნდში თამაშს ვკიცხავთ? პაატას და მასავით მოაზროვნეებს კი მინდა ვუპასუხო, რომ საქართველოს გინდათ ნებისმიერ სხვა ქვეყანას მეგობრები არ ჰყავთ, ქვეყნები ერთმანეთს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ. თუ ვინმეს ჰგონია ამერიკას ან სხვა, რომელიმე ქვეყანას გულზე ვეხატებით ძალიან შემცდარა. მაგ ამერიკელმა კონგრესმენმა დაგვაყვედრა, 6 მილიარდამდე დოლარი დაგეხმარეთო. მერედა სად არის ეს ფული? რა აშენდა მით? რამდენი მივიდა ქართველ გაჭირვებულ მოქალაქემდე? მაგენი ქართველ ხალხს კი არ ეხმარებიან, არამედ ქრთამს უხდიან მმართველ ელიტას თავის ჭკუაზე, რომ ატრიალონ ქვეყანა. რაც უფრო ადრე მივხვდებით ზოგიერთების ასეთ ოინებს, მით მალე გვეშველება.
ჟორა
08 ივლისი 2020 16:39
47
"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში"
არც ნაცი, არც ქოცი
08 ივლისი 2020 16:22
37
ნუ ემონებით და ავრცელებთ რუსულ აბსურდულ პროპაგანდას!
პატრიოტთა ალიანსი
09 ივლისი 2020 13:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული