200 წელი ჩვენი არმია იცავდა; ახლა, წესით, ირანს ან თურქებს ფეხებში უნდა უცვივდებოდნენ - რა გამოხმაურება მოჰყვა championat-ის სტატიას შენგელიაზე?

AutoSharing Option
გუშინ, 7 ივლისს, უმსხვილეს რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ქართველი გულშემატკივრის განწყობაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო გადასვლაზე.

"ჩემპიონატს" sportall.ge-ს მომხმარებელთა კომენტარების ძირითადი აზრიც ჰქონდა გადმოცემული. სტატიის ავტორმა კომენტარების ანალიზზე გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ უმრავლესობის განწყობა შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ უარყოფითია. ასევე, ხაზი იყო გასმული, რომ ქართველებში ცსკა არმიულ გუნდთან ასოცირდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსი გულშემატკივრები ამ ყველაფერზე. წინასწარვე გაცნობებთ: დადებითი განწყობა იქაც ცოტაა.

ისევე, როგორც "სპორტალზე", "ჩემპიონატზეც" შეიძლება კომენტარების მოწონება ან არმოწონება. ყველაზე მეტი მოწონების კომენტარი
კი ასეთია:

"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში".

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

" - რუსეთში ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რესტორნების მფლობელები და ასე შემდეგ. იმათზე რა ხდება?
- ისინი რუსები არიან. თორნიკე კი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ეწვით."

"ყველაზე სასაცილო ისაა, რომ საქართველომ თავად დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... ისე, მაშინ ჩვენმა არმიამაც გადააჭარბა. მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის გაწმენდა საქართველოს ჯარისგან, ჩვენები კი ისეთ აზარტში შევიდნენ, კინაღამ თბილისიც აიღეს."

"ძალიანაც კი არ გვჭირდება, თანაც მსუბუქად არაადეკვატურია."

"მახსოვს, როცა არმიელებს ხვდებოდა ბასკონია, თორნიკე არასპორტული აგრესიით გამოირჩეოდა."

"ამერიკაში უამრავი რუსი ჰოკეისტი თამაშობს - მაგრამ მათ არავინ ლანძღავს. რუსი ფეხბურთელი "შახტარში" ან კიევის "დინამოში" რომ გადავიდეს, უმრავლესობა წარმატებას უსურვებს."

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს გულშემატკივრები შენგელიას გადასვლას მეგა-ტრანსფერს უწოდებენ და ბედნიერები არიან.

"სუპერ ენაძენი იქნება. მან აჩვენა, რომ მიროტიჩზე უკეთესია."

"მიხარია თოკოს ტრანსფერი. ქართველი თავის მენტალიტეტით ლიდერია და თამაშის დროს 100%-ით იხარჯება."

მთლიანობაში, გულშემატკივრის უმრავლესობა თოკოს გადასვლას მიესალმება და დადებითად უყურებს. ქართველებს კი მეტად ბუნდოვანი პოზიციები გვაქვს.

მკითხველის კომენტარები / 82 /
უბედურება სწორედაც ეგაა ქუთაისელს რომ ქუთაისელის გადასვლა თბილისში უტყდებოდა.ე.ი მტრები თბილისელები ყოფილან.ეს შენ ვერ გაგირჩევია მტერი.ერთმანეთის გაუტანლობამ,რეგიონებად,ქალაქებად,უბნებად დაყოფამ დაგვღუპა.რუსეთს რაღას ერჩით,ოკუპანტია,მტერია და თავის საქმეს აკეთებს და თანაც თავის საქმეს ჩვენი ხელითაც აკეთებს
ქუთაისელს ქუთაისელისგან
08 ივლისი 2020 14:14
4
კაი მთქმელს კაი გამგონე უნდა. იმიტო არ უტყდება რო მტერია. აქ პრინციპებზეა საუბარი რომელიც ბევრს არააქ საერტოდ
Qutaiseli
08 ივლისი 2020 16:13
5
არმიამ რომელმაც ჩემი სოფელი მიწასთან გადაასწორა და 2 ერთად გაზრდილი ბიძაშვილი მომიკლა იმ არმიის გუნდის ღირსებას დაიცავს? თან ჩემ პატრიოტობაში ეჭვი არ შეიტანოთო?
ზვიადი
08 ივლისი 2020 14:07
11
Markoishvili ro tamashobda cskashi mashin rato iyavi chumad?
Me
08 ივლისი 2020 14:48
15
ქუთაისლებს ის გვიტყდება ტორპედოდან დინამოში რომ გადადიან და თქვენ შენგელია ცსკაში არ გიტყდებათ? მე მაგრად მიტყდება. მტერი მტრისგან ვერ გაგვირჩევია რა სახელმწიფოებრიობაზეა საუბარი.
Qutaiseli
08 ივლისი 2020 13:38
22
შეეშვით სპორტსმენების ფსიქოლოგიურ ზეწოლას, თითოეულ სპორტსმენს უნდა გავუფრთხილდეთ მიუხედავად იმისა რომელ გუნდში ითამაშებს, ნაკრებში გვჭირდება დახვეწილი კლასის სპორტსმენები
იაგო
08 ივლისი 2020 13:37
34
2008-შიც შინდისში რუსეთის არმია იცავდა.....ეგ ყველაფერი დაღუპული ქართველი ბიჭების მშობლებსა და შვილებს მოუყევით!!!!!!!
DATO
08 ივლისი 2020 13:36
9
მთავრობა პრორუსი გვყავს იმაზე არ გაქვთ ასეთი რეაქცია და რა გადაეკიდეთ ამ სპორტს , სადაც დიდ ფულებს აძლევენ და ევროლიგის მოგების შანსი აქვს იქ წავა .
Nl
08 ივლისი 2020 13:35
30
რუსეთის არმია ისევე გვიცავდა 200 წელი, როგორც მონღოლების არმია იცავდა რუსეთს 350 წელი!
ლევანი
08 ივლისი 2020 13:27
15
თორნიკე არის ფროფესიონალი კალათბურთელი! აქ დასრულდა ყველაფერი.. მის სპორტულ კარიერას თუ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ.
მოგვწონს გუნდის სახელი თუ არა.. ის იქ საომრად არ მიდის. ტიტულების მოგებაა ყველა სპორცმენის მიზანი.
რატომ არ გაქვთ ასეთივე აგრესია თურქულ კლუბებში მიმავალ სპორცმენებზე?!
ვინც იმის გამო აღარ აპირებს გულშემატკივრობას როო..ცე-ეს-კა რუსული კლუბია... ლოკომოტივი.. კრასნოდარიი.. უფაა.. ორენბურგიი..რუბინი და კიდე უამრავი რა ჯანდაბაა..? იმ ბიჭებმა რა ქნან ვინც იქ სპორტულ კარიერას იწყობენ??? თქვენ არც მანამდე იყავით გულემატკივრები!
დავით
08 ივლისი 2020 13:24
41
თურქეთმა და ირანმა ნაკლებად დაგვაზარალა და რატომ დავწერ ეხლა, თურქეთი და ირანი წარმოდგენს მუსულმანური კულტურის ქვეყნებს, აღნიშნული კულტურა ჩვენთვის სრულიად უცხოა, ამიტომ ქართველისთვის თავიდანვე ყველაფერში ნათელი იყო, რომ მათსას არაფერს უნდა გაკარებოდა და მათგან არაფერი აეღო, აი ეს ვითომ ერთმორწმუნე რუსეთი ზუსტად ამ ყბადაღებული ერთმორწმუნეობით, გველივით შემოგვიცურდა, შემოიტანა უამრავი საძაგელი უკულტურობა, მარტო ქურდული მენტალიტეტი რომ ვახსენოთ, რომელითაც ჩაგვინაცვლა ქართული, რაინდული ეტიკეტი, საკმარისი იქნება. ჩვენ დღესაც საბჭოეთის და ცარიზმის ჯერ კიდევ მკვეთრ აჩრდილებს ვებრძვით და მენტალურად ისევ მათ კლანჭებში ვართ, თუმცა როდესაც ლაღ და თავისუფალ მომავალ თაობას ვუყურ, დიდი იმედი მაქვს რომ გავაღწევთ გვირაბის ბოლოს. რაც შეეხება კონკრეტულად თორნიკეს, თუ ვინმეა დღეს ქართველი კალათბგურთის გულშემატკივართათვის საქართველოს სიმბოლო, ეს თოკოა, არამარტო მისი თამაშით, თუნდაც მისი ხასიათით და გარეგნობით. დიდი კალათბურთელია, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ის თორნიკე შენგელიაა, ჩვენი სიმბოლო და არა რომელიმე რიგითი კალათბურთელი, ჩვენ, ყველას გვინდა რომ მან არ გვატკინოს გული და არ გადავიდეს ჩვენი მოსისხლე მტრის, რუსეთის არმიის კლუბში, იმედი გვაქვს კაპიტანი ყველაფერ ამას გაიაზრებს.
gio
08 ივლისი 2020 13:20
15
აქ, მოღალატეობაზე და გამცემლობაზე არ არის საუბარი, მე-17, მე-18 საუკუნისთვის ისე იყო საქართველო ფიზიკურად, ზნეობრივად და ეკონომიკურად გათანგული რომ ქობულეთში და დასავლეთ საქართველოს ზოგ სხვა ადგილებში მოწყობილი იყო ბაზრები, სადაც ქართველი ადამიანი ზოგჯერ თავისი სურვილით ოჯახის წევრს ჰყიდდა, ფრანგ მოგზაურს აქვს აღწერილიო, თუ როგორ გაყიდა გლეხმა საკუთარი დედა, ამ ბიზნესს სამეფო კარის დონეზე კურირებდნენ და უზარმაზარო მოთხოვნილება მოდიოდა ოსმალეთიდან, იმდენადაც კი რომ სოლომეონ მეფეს რომელმაც აკრძალვა სცადა, სტამბულიდან მოაწვნენ-თუ გინდა ტახტზე ყოფნა ნუ გვიშლი ხელსო! ელემენტარულად ქართველთა რაოდენობა 400 ათასზე იყო დასული....
g.la-ს
08 ივლისი 2020 15:30
4
სხვა ნიკის მოგონებაზე ვერ ქაჩავ ჩემი რომ არ აგეღო?
გონება დაძაბე ცოტა და იქნებ მოიფიქრო.
შენ ალბათ კორბენა ხარ. ძალიან პატარა კაცუნა ხარ.
G.LA
08 ივლისი 2020 15:23
1
ყველა გამოხმაურება
ადმინისტრაციას მოგმართვათ თხოვნით გადაამოწომოთ აზრობრივათ korben dallas-ის კომენტარი, სადაც ის ცდილობს შუღლის ჩამოგდებას საზოგადოებაში და სადაც რასისტული ასევე მუსლიმანების მიმართ ამხედრებს საზოგადოებას. გთხოვთ დაბლოკოთ ეს პიროვნება თქვენს საიტზე.
G.LA
08 ივლისი 2020 13:06
14
მაშინაც ბევრი უკმაყოფილება გამოითქვა როცა მანუ გადავიდა. და რომც არ გამოთქმულიყო მაშინ რა არგუმენტია ეხლა ეგ. ასეთი ამბავი არც ატყდებოდა მარკოიშვილი არ ყოფილა არასდროს ნაკრების ასეთი ლიდერი და კაპიტანი, არც კარიერის პრაიმში იყო მაშინ, მერე და მერე გაითქვა სახელიც და კარიერაც მერე აიწყო ევროპაში რაც მაქედან წავიდა. ერთი წელი იყო მანდ და გამოასწრო. იძახეთ ეხლა მარკოიშვილი მარკოიშვილი
manu
08 ივლისი 2020 16:01
3
ის კომეტარები უკვე წაუშალეს ადმინისტარციამ და მადლობა მათ. რომლის გამოც მოვითხოვე. ვინც წაიკითხა მიხვდებოდა რატოც.
G.LA
08 ივლისი 2020 13:49
6
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული